GE EN
სხვა სიახლეები
აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკში სტრუქტურული ცვლილებაა

ქალბატონი ტოფიდი პაშა ბანკიდან წამოსვლის შემდეგ, გასული წლის მაისიდან, ცენტრალურ ბანკში კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა. 

1715924834

სების აპრილის გამოკითხვით, ინფლაციური მოლოდინები მცირედით გაზრდილია

ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, აპრილში მარტთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები მცირედით გაზრდილია. კერძოდ, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 0%-2%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ. ამის საპირისპიროდ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების 0%-თან ახლოსა და 6%- 8%-ის ზრდის ინტერვალში ელოდებიან.ამავე გამოკითხვის მიხედვით, აპრილში მარტთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ერთი მხრივ, მარტთან შედარებით, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 4%-6%-იან ზრდის ინტერვალსა და 6%- 8%-ის ფარგლებში ელოდებიან. თუმცა, ამის საპირისპიროდ, დაკლებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 2%-4%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან.გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში გაზრდილია. კერძოდ, აპრილში მარტთან შედარებით გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ. ამავდროულად, შემცირდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 2%-4%-ის ფარგლებსა და 4%-6%-ის ინტერვალში ელოდებიან.ამავე გამოკითხვის მიხედვით, აპრილში მარტთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია. კერძოდ, გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 20%-30%-ის ფარგლებსა და 30%-ზე მეტად ფიქრობენ. ამავდროულად, შემცირდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-თან ახლოს და 10%-20%-ის ზრდის ფარგლებში ელოდებიან.გამოკითხულთა აზრით, აპრილში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების ათვისების დონე (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) მარტთან შედარებით შემცირებულია.

1715868449

„იუნისტრიმი“ საქართველოში ოპერირების განახლების შესახებ აცხადებს, ქართ...

„რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისთვის ფულადი გადარიცხვები ახლა უფრო გაუმარტივდებათ“, – ციტირებს მედია კავერინას.თიბისი ბანკში GBC-ს კითხვაზე, განახლდა თუ არა „იუნისტრიმის“ განაღდებები, გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე არ ხორციელდება.იგივე გვითხრეს საქართველოს ბანკშიც – ამ ეტაპზე ამ სისტემით გზავნილების განაღდება არ ხდება. ანალოგიურად გვიპასუხეს ლიბერთი ბანკშიც. საგადახდო სისტემა „იუნისტრიმმა“ საერთაშორისო გზავნილები, მათ შორის საქართველოს მიმართულებით,  აშშ–ის სანქციების გამო 2023 წლის 21 ივლისიდან შეწყვიტა.

1715867280

სლოვაკეთი სამოქალაქო ომის ზღვარზეა

გამოცემა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სხდომაზე გადაწყდება, ცეცხლსასროლი იარაღით ოთხშაბათს დაჭრილი პრემიერ–მინისტრის რობერტ ფიცოს გამოჯანმრთელებამდე ვინ ჩაუდგება სათავეში მინისტრთა კაბინეტს. ყველაზე რეალური პრეტენდენტი პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად თავად კალინიაკი განიხილება, რომელიც ფიცოს უახლოესი თანამოაზრეა.მთავრობის გარდა, სხდომას გამართავს სლოვაკეთის უშიშროების საბჭოც, სადაც, სავარაუდოდ, რესპუბლიკაში უსაფრთხოების ზომების გაძლიერების საკითხზე იმსჯელებენ.სლოვაკური მედიის ცნობით, სახელმწიფო დაწესებულებების მიმდებარედ პოლიციის გაძლიერებული დანაყოფები გამოჩნდნენ. ყველაზე დაცული ობიექტი რესპუბლიკაში გახდა რუზველტის სახელობის საავადმყოფო, რომელიც ქალაქ ბანსკა–ბისტრიცაში მდებარეობს. სწორედ ამ კლინიკაში მკურნალობენ პრემიერ ფიცოს, რომელსაც მკერდსა და მუცელში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.ამავე დროს, ქვეყნის შს მინისტრმა მატუშ შუტაი–ეშტოკმა განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრზე თავდასხმის გამო სლოვაკეთი „პრაქტიკულად სამოქალაქო ომის ზღვარზეა“. „ზიზღიდან, რომელიც დაითესა, ქარიშხალი ამოვარდა და ახლა თითქმის სამოქალაქო ომის ზღვარზე ვდგავართ“, – ციტირებს მინისტრს ჩეხური გამოცემა Novinky.მინისტრმა ასე შეაფასა სოციალურ ქსელებში გავრცელებული „გაბოროტებული კომენტარები“ ფიცოზე თავდასხმასთან დაკავშირებით. მან მოქალაქეებს მოუწოდა, შეწყვიტონ სიძულვილის გაღვივება.ფიცოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი, სხვადასხვა წყაროს თანახმად, არის 71 წლის იურაი ჩინტული, სლოვაკი მწერალი და პოეტი, რომელიც თავდასხმისას გამოყენებულ იარაღს კანონიერად ფლობდა. ერთ–ერთი თვითმხილველის თქმით, თავდამსხმელმა პრემიერს დაუძახა და როდესაც მწერლისთვის ხელის ჩამოსართმევად გაემართა, ამ დროს გაისროლა ჩინტულმა.

1715859957

ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგებს აქვეყნებს

მანამდე ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად ბაზარს კურსის სტაბილიზაციის მიზნით მიაწოდა $60 მლნ.

1715858935

იტალიის საელჩო საქართველოში სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს

დიპლომატიური მისიის ცნობით, სამაგისტრო პროგრამებისთვის, AFAM-ს კურსებისთვის, დოქტორანტურისთვისა და პროექტებისთვის თანახელმძღვანელობით, გაიცემა 9 თვის ხანგრძლივობის სტიპენდია (9 თვიანი სტიპენდიის გამოყენება შესაძლებელია 2024 წლის 1 ნოემბრიდან 2025 წლის 31 ივლისამდე); ხოლო იტალიური ენისა და კულტურის კურსებისთვის გაიცემა 3 თვის ხანგრძლივობის სტიპენდია (მისი გამოყენება შესაძლებელია 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 30 სექტემბრამდე).სასწავლო სტიპენდია გაიცემა შესარჩევი კრიტერიუმების დაკმაყოფილების საფუძველზე, კანდიდატებთან გასაუბრებისა და მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შედარებითი შეფასების შედეგად.მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ მხოლოდ და მხოლოდ პორტალის Study in Italy (https://studyinitaly.esteri.it/) მეშვეობით, 2024 წლის 14 ივნისის 16:00 საათამდე (საქართველოს დროით).

1715858541