შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და AIIB-ის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ.პროექტის ფარგლებში ოთხზოლიანი საავტომობილო გზის ორი მონაკვეთის მშენებლობაა გათვალისწინებული: ბადიაურიდან ჩალაუბნამდე – 21.7 კმ-ის, ხოლო ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე – 9.1 კმ-ის. ასევე დაგეგმილია გურჯაანიდან თელავამდე 36.6 კმ-ის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა.კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტის ჯამური ღირებულება 316.8 მლნ ევროა. პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მიერ უკვე დამტკიცებული და საქართველოსთვის გამოყოფილია 158 მლნ ევრო, ხოლო AIIB-ის ახალი სესხის მოცულობა დაახლოებით 158.5 მლნ ევროს შეადგენს.პროექტის მიზანია საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროდუქტიულობისა და მდგრადობის გაუმჯობესება და შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდა.პროექტის აღმასრულებელი ორგანიზაცია იქნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხოლო განხორციელებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს.
1790581423
კამპანიის ფარგლებში, ჯამში 72,000 ლარი გათამაშდა - 62 მომხმარებელმა ყოველდღიური გათამაშების ფარგლებში 1,000 ლარი მოიგო, ხოლო ერთმა მომხმარებელმა სუპერპრიზი - 10,000 ლარი მიიღო.გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებლებს მიღებული გზავნილი საქართველოს ბანკის მობილბანკით ან ინტერნეტბანკით უნდა გაენაღდებინათ. თითოეულ განაღდებულ 150 ლარზე მომხმარებელი გათამაშების ერთ ბილეთს იღებდა. გათამაშებაში ჩართვა საზღვარგარეთ მცხოვრებ მომხმარებლებსაც შეეძლოთ - ამისთვის მათ გზავნილი საკუთარ თავთან უნდა გამოეგზავნათ და თანხა მობილბანკის ან ინტერნეტბანკის საშუალებით გაენაღდებინათ.„გზავნილების გათამაშების ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა მივეცით, თანხის მიღებასთან ერთად, ფულადი პრიზებიც მოეგოთ. მოხარული ვართ, რომ კამპანიის ფარგლებში ჯამში 72,000 ლარი გავათამაშეთ და არაერთ მომხმარებელს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობა მივეცით. მომავალშიც გავაგრძელებთ ისეთი ინიციატივების შეთავაზებას, რომლებიც მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ემიგრანტების საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მარიამ ბექაურმა.ინფორმაციისთვის,საქართველოს ბანკის გზავნილები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თანხა სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად მიიღონ საკუთარ ანგარიშზე. სერვისი მობილბანკსა და ინტერნეტბანკშია ინტეგრირებული და მომხმარებლებს გზავნილის მიღებასთან ერთად, სტანდარტულთან შედარებით, უკეთესი კურსით კონვერტაციის შესაძლებლობასაც სთავაზობს.
1790365548
საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს IT/ტექნოლოგიების, სამშენებლო და დეველოპერული, არქიტექტურისა და დიზაინის, სამედიცინო, საავტომობილო და სხვა სექტორებში მომუშავე კომპანიებმა.საერთაშორისო ბიზნესგამოფენა „საქართველო – უზბეკეთი: აბრეშუმის გზა“ 2026 წლის 7-8 ოქტომბერს ტაშკენტში, JW Marriott Tashkent-ში გაიმართება. ღონისძიების მთავარი ორგანიზატორია გაყიდვების ასოციაცია, ხოლო მისი ადგილობრივი პარტნიორები არიან The Europe-Uzbekistan Association for Economic Cooperation (EuroUZ) და უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.გამოფენის მიზანია საქართველოსა და უზბეკეთს შორის ბიზნესკავშირების გაღრმავება, ქართული კომპანიებისთვის უზბეკეთის ბაზრის შესაძლებლობების გაცნობა და ახალი საერთაშორისო პარტნიორობების შექმნის ხელშეწყობა. ღონისძიება 2,000-მდე კორპორაციული სექტორის წარმომადგენელს უმასპინძლებს, ხოლო მასში სხვადასხვა ინდუსტრიის 50-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
1790344140
26 სექტემბერს, 18:00 საათზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ამირ კაკაბაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. გამოცემა ქართველი მხატვრის 85 წლის იუბილეს ეძღვნება და მისი მრავალფეროვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობის ერთ სივრცეში თავმოყრასა და ახალი თაობისთვის გაცნობას ემსახურება.წიგნი დავით კაკაბაძის ფონდმა, თიბისის მხარდაჭერით გამოსცა. გამოცემა აერთიანებს ამირ კაკაბაძის შემოქმედების მნიშვნელოვან ნაწილს და მკითხველს მხატვრის სამყაროსა და მის განსხვავებულ შემოქმედებით ხედვასთან კიდევ ერთხელ შეხვედრის შესაძლებლობას აძლევს.პრეზენტაციაზე წიგნის შესახებ ისაუბრებენ დავით კაკაბაძის ფონდის დირექტორი მარიამ კაკაბაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ხათუნა ხაბულიანი და მხატვარი მანანა არაბული.ამირ კაკაბაძე (1941–2015) - ქართველი მხატვარი, რომლის მრავალფეროვანი შემოქმედება აერთიანებს ფერწერას, გრაფიკას, კოლაჟსა და პოპ-არტს. იგი ცნობილი ქართველი მხატვრების დავით კაკაბაძისა და ეთერ ანდრონიკაშვილის ოჯახში დაიბადა.1967 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, შემდეგ კი სწავლა ასპირანტურაში გააგრძელა ფერწერისა და თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების მიმართულებით . სხვადასხვა წლებში მუშაობდა თეატრსა და კინოში, აფორმებდა სპექტაკლებსა და ფილმებს თბილისში და მოსკოვში.1965 წლიდან ამირ კაკაბაძე მონაწილეობდა საგამოფენო პროექტებში და მართავდა პერსონალურ გამოფენებს საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.საიუბილეო კატალოგის რედაქტორია მარიამ კაკაბაძე, ტექსტის ავტორი - ხათუნა ხაბულიანი, ხოლო ვიზუალური კონცეფციისა და დიზაინის ავტორია მანანა არაბული.დასწრება თავისუფალია!მისამართი: თიბისი კონცეპტი, მარჯანიშვილის #7, მე-4 სართული.(R)
1790340208
როგორც სააგენტო „რეპორტი“ აზერბაიჯანის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით წერს, სამინისტრომ ასევე მიუღებლად მიიჩნია ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმებისთვის სხვა სახელწოდებების გამოყენება.„აზერბაიჯანი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი იგივე დამოკიდებულება ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. სწორედ ამიტომ გაუგებარია საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია, რომელიც აზერბაიჯანთან მიმართებით ტერიტორიულ პრეტენზიებს შეიცავს“, – ნათქვამია განცხადებაში.აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რელიგიურმა ორგანიზაციებმა თავი უნდა აარიდონ ისეთ მიდგომებს, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მეგობრობასა და კეთილმეზობლობას.„ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს არ ვურჩევთ, გაიმეოროს სომხური ეკლესიისთვის ცნობილი მიდგომები და მის მაგალითს მიჰყვეს. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია“, – განაცხადეს უწყებაში.საქართველოს საპატრიარქომ ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადება 24 სექტემბერს გაავრცელა. საპატრიარქოს განცხადებით, ტაძარი დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ის საქართველოსა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლია.საპატრიარქოს თქმით, მას აზერბაიჯანის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან სამუშაოების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია. უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ კითხვებს აჩენს როგორც სამუშაოების მიზნები, ისე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაცია.საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აუცილებელია დადგინდეს, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ტერიტორიაზე, რა კვლევებს ეფუძნება ისინი და ვინ ახორციელებს მათ. ამასთან, საპატრიარქომ საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს პროცესში ჩართვისა და საკითხზე სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.
1790336813
Standard Chartered Bank გლობალური ფინანსური ინსტიტუტია, რომელსაც საერთაშორისო გადახდების, სავაჭრო ფინანსებისა და ტრანზაქციული საბანკო მომსახურებების მიმართულებით ფართო გამოცდილება აქვს.საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნა კი საქართველოს ბანკს შესაძლებლობას აძლევს, გააძლიეროს საერთაშორისო გადარიცხვების ინფრასტრუქტურა, გააუმჯობესოს ტრანზაქციების დამუშავების პროცესები და მომხმარებლებს საერთაშორისო ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული უფრო მოქნილი და ეფექტიანი სერვისები შესთავაზოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც უცხოელ პარტნიორებთან ანგარიშსწორებას, იმპორტ-ექსპორტის ოპერაციებსა და საერთაშორისო სავაჭრო საქმიანობას ახორციელებენ.Standard Chartered Bank-თან თანამშრომლობა საქართველოს ბანკის საერთაშორისო საბანკო ურთიერთობების გაფართოების ნაწილია და კიდევ ერთი ნაბიჯია მომხმარებლებისთვის საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.
1790331108
კობახიძე ENKA-სთვის $400 მლნ-ზე მეტ კომპენსაციაზე: სახელმწიფო ალტერნატ...
1789635519
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინო...
1789398640
შესყიდვების რეფორმის ნაწილი ძალაში შედის – ახალი წესები მცირე და საშუა...
1789643594
სებ-მა და J.P. Morgan-მა თბილისში 15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელ...
1789723382
გაი სტივენსმა TBC PLC-ის 1000-ზე მეტი აქცია შეიძინა
1789464013











