GE EN
სხვა სიახლეები
ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია

კანდიდატების შერჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამჯერადაც შესთავაზა კონკურსანტებს გასაუბრება და ამ პროცესის ლაივ რეჟიმში გადაცემა. 254 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე თანხმობა განაცხადა 119-მა კონკურსანტმა, მათგან 51-მა კი ასევე განაცხადა თანხმობა ცესკოს სოციალური ქსელის მეშვეობით გასაუბრების ლაივ რეჟიმში გადაცემაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს საშუალება ჰქონდათ კონკურსანტებს გასაუბრებოდნენ.ბოლო ექვსი საერთო არჩევნების ანალიზი აჩვენებს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრებიდან: საუბნო საარჩევნო კომისიაში ხელმძღვანელ პირად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა 69 კომისიის წევრს, რაც საერთო რაოდენობის 32 პროცენტს შეადგენს; საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა კომისიის 22 წევრს, რაც საერთო რაოდენობის 10 პროცენტს შეადგენს; საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა კომისიის 188 წევრს, რაც საბოლოო რაოდენობის 86 პროცენტს შეადგენს; სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლად ყოფნის გამოცდილება ჰქონდა 48 წევრს, რაც საერთო რაოდენობის 22 პროცენტს შეადგენს; საგანმანათლებლო პროექტებში 2020 წელს მონაწილეობა მიღებული ჰქონდა კომისიის 92 წევრს, რაც საერთო რაოდენობის 42 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 2022 და 2023 წლებში - 76 წევრს, რაც 35 პროცენტს შეადგენდა და 2024 და 2025 წლებში - 24 წევრს, რაც 11 პროცენტს შეადგენდა. 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ცესკომ 5 აგვისტოს გამოაცხადა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილი იყო.

1754812549

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრ...

არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების სრული დაცვით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით, წილისყრის პროცედურა დღევანდელ სხდომაზე გაიმართა.აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრების განაწილების პროცესი ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა თვალყური ედევნებინა აღნიშნული პროცედურებისთვის.4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს 17-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა. 17 პოლიტიკური გაერთიანებიდან 5 პოლიტიკურ გაერთიანებას საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, სათანადო პროცედურის დაცვით, ჰქონდა რიგითი ნომრის შენარჩუნების უფლებამოსილება, ხოლო 12 პოლიტიკურ გაერთიანებას რიგითი ნომერი მიენიჭა წილისყრით.კანონმდებლობის თანახმად, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რიგითი ნომრის შენარჩუნება დაკავშირებული იყო რამდენიმე ფაქტორზე. მათ შორის, პოლიტიკურ გაერთიანებას უნდა ჰქონოდა შესაბამისი უფლებამოსილება; ნომრის შენარჩუნებასთან დაკავშირებით განცხადებით უნდა მიემართა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არაუგვიანეს 17 ივლისისა და ასევე უნდა მიემართა საქართველოს ცენტრალური კომისიის თავმჯდომარისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით არაუგვიანეს 8 აგვისტოს 18:00 საათისა. ამგვარი უფლებამოსილება 7 პოლიტიკურ გაერთიანებას ჰქონდა, თუმცა, მათგან ორმა ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისთვის არ მიმართა. შესაბამისად, რიგითი ნომერი შეუნარჩუნდა მხოლოდ 5 პოლიტიკურ გაერთიანებას, დანარჩენებს კი მიენიჭათ წილისყრით.საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:№1 – „მამული, ენა, სარწმუნოება“№2 – „დემოკრატთა ალიანსი“№3 – „კონსერვატორები საქართველოსთვის“№4 – ქართველ ერთობა№5 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“№6 – „მესამე გზა“№7 – „თავისუფალი საქართველო“№8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“№9 – ძლიერი საქართველო-ლელო№10 – „მემარცხენე ალიანსი“№11 – „საქართველო“№12 – მწვანეთა პარტია№13 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“№14 – „სახალხო ხელისუფლება“№25 –  „გახარია საქართველოსთვის“№36 – გირჩი№41 – ქართული ოცნება

1754737320

S&P-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე, სტაბილური პერსპექტივ...

მოსალოდნელზე მაღალი არსებული ეკონომიკური ზრდის გამო S&P-მა საქართველოს 2025 წლის პროგნოზი 7.1 პროცენტამდე გაზარდა, რაც წლის დასაწყისში 5.7 პროცენტს შეადგენდა. ასევე, გაუმჯობესებულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზიც და 5.0 პროცენტის ნაცვლად 4.1 პროცენტს შეადგენს 2025 წლისთვის.სარეიტინგო კომპანია საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს რეგიონულ კონტექსტში საკმაოდ გონივრულად და წინდახედულად აფასებს, რაც სტრუქტურული რეფორმების დამსახურებაა და იწვევს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას. S&P აღნიშნავს, რომ შენარჩუნებული ეკონომიკური ზრდა და გონივრულად განხორციელებული ფისკალური პოლიტიკის მართვა ხელს უწყობს მთავრობის ვალის დაბალ დონეზე შენარჩუნებას. რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, ანგარიშში აღნიშნულია ბოლო პერიოდში უცხოური რეზერვების ზრდა, რაც ფულადი ნაკადების შემოდინებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მეშვეობით მოხდა. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მოსალოდნელია რეზერვების კიდევ უფრო გაზრდა.S&P საქართველოს საბანკო სისტემას კარგად კაპიტალიზებულად აფასებს, სადაც შენარჩუნებულია ძლიერი ლიკვიდურობა. ამასთან, აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები ხელს უწყობს დოლარიზაციის შემცირებას.უნდა აღინიშნოს, რომ სარეიტინგო კომპანიის მეთოდოლოგიის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური შეფასების ქულა გაუმჯობესებულია, რაც ბოლო წლების მანძილზე პირველად განხორციელდა და აღნიშნავს მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაღალ მაჩვენებელს, აღნიშნული კი თავის მხრივ, სააგენტოს მეთოდოლოგიით, რეიტინგის ნოჩის მატებას (BB+მდე) გულისხმობს, თუმცა ამავდროულად, გეოპოლიტიკური დაძაბულობის გათვალისწინებით გამოყენებული იქნა შემასწორებელი ნოჩი, რის შედეგადაც რეიტინგი უცვლელ BB დონეზე დარჩა, სტაბილური პერსპექტივით.

1754727515

ტრამპმა, ფაშინიანმა და ალიევმა „ტრამპის მარშრუტის“ შეთანხმებას ხელი მო...

ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიალზე აღნიშნა, რომ სომხეთიც და აზერბაიჯანი დიდხანს მიდიოდნენ ამისკენ და ბევრჯერ ეგონათ, რომ შეთანხმება შეძლეს, თუმცა ეს აქამდე ვერ მოხდა.მისივე თქმით, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ცდილობდნენ – თუმცა წარუმატებლად – ევროკავშირიც, რუსეთიც.„ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ თეთრ სახლში ამ ისტორიულ მშვიდობის სამიტზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მინდა, მივულოცო ამ ორ შორსმჭვრეტელ ადამიანს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომ ჩამოვიდნენ ვაშინგტონში, რათა ხელი მოეწერათ ამ მნიშვნელოვანი დეკლარაციისთვის.ახლახან ვიმყოფებოდით ოვალურ კაბინეტში, სადაც ხელი მოვაწერეთ მოცულობით დოკუმენტებს და შეთანხმების ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს. სომხეთი და აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებენ, სამუდამო შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ ვაჭრობა, მოგზაურობა, დიპლომატიური ურთიერთობები და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა ტრამპმა.მისივე თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეძლებენ, იცხოვრონ და იმუშაონ ერთად, რაც შესანიშნავია.„ჩვენ ასევე მოვაგვარეთ მნიშვნელოვანი საკითხი, ეს დეკლარაცია, რასაც მათ ჩემ პატივსაცემად უწოდეს „ტრამპის მარშრუტი“ საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, ადგენს, რომ საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს, სრული წვდომა ჰქონდეს ნახიჩევანის მის ტერიტორიაზე, ამავდროულად, სრულად პატივი სცეს სომხეთის სუვერენიტეტს. ასე რომ, ისინი შეძლებენ, იცხოვრონ და იმუშაონ ერთად. ეს შესანიშნავია. სომხეთი ასევე ქმნის ექსკლუზიურ პარტნიორობას აშშ-თან, რომელიც, შესაძლოა, 99 წლამდე გაგრძელდეს და შემდეგ კიდევ გვპირდებიან გაგრძელებას. ჩვენ ველოდებით მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ განვითარებას ამერიკული კომპანიების მიერ.მათ ძალიან სურთ ამ ორ ქვეყანაში შესვლა და ბევრი ფულის დახარჯვა, რაც ეკონომიკურად სარგებელს მოუტანს სამივე ქვეყანას. ჩვენ ასევე ვაუქმებთ შეზღუდვებს აზერბაიჯანთან თავდაცვით სფეროში თანამშრომლობაზე“, – განაცხადა ტრამპმა.ალიევის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი იპოვიან სიმამაცეს შესარიგებლად და დაპირისპირების ისტორიას უკან მოიტოვებენ.„დღეს ისტორიული დღეა. დღეს ჩვენ ვამყარებთ მშვიდობას კავკასიაში, რაც ახალ დიდებულ შესაძლებლობებს გახსნის არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა სწორედ აღნიშნა, საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. ეს შექმნის ახალ დამაკავშირებელ ხაზებს, მოშლის კედლებს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს მრავალი ქვეყნისთვის.დღეს ისტორიული დღეა, რადგან ჩვენ ვამკვიდრებთ მშვიდობას, პრეზიდენტმა ტრამპმა მშვიდობა მოიტანა კავკასიაში და მადლიერი ვართ ამისთვის. დარწმუნებული ვარ, სომხეთი და აზერბაიჯანი იპოვიან სიმამაცესა და პასუხისმგებლობას შესარიგებლად. ხალხი შერიგდება და უკან მოვიტოვებთ ამ დაპირისპირებისა და სისხლისღვრის ისტორიას“, – განაცხადა ალიევმა.ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აშშ-თან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ისტორია იწერება, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა იწყება.„ნამდვილად ჩვენ ახალ ისტორიას ვწერთ ორ სახელმწიფოს, აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობისკენ გზას ვიწყებთ. სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტია რამდენიმე თვეში შემუშავდება და ეს იქნება ისტორიული მიღწევა აზერბაიჯანისთვის, რადგან მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილ ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობა  შესანიშნავი შესაძლებლობაა. ასევე, ეს არის დიდი პასუხისმგებლობაც. ეს სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატი მრავალ სფეროს მოიცავს – ერთობლივი ინვესტიციები, ვაჭრობა, ენერგეტიკა, დაკავშირებადობა, ტრანზიტი, ხელოვნური ინტელექტი, თავდაცვა, რეალიზაცია, ტერორიზმთან ბრძოლა. ყველა ამ სფეროში ჩვენ გვაქვს – და ვიმედოვნებ, მომავალშიც გვექნება – თანამშრომლობა. ეს შესაძლებლობას აძლევს აზერბაიჯანს, განაგრძოს განვითარების გზა და განახორციელოს ეკონომიკის დივერსიფიცირება, შეამციროს უმუშევრობა“, – აღნიშნა ალიევმა.ფაშინიანის შეფასებით კი, დეკლარაციის ხელმოწერით სამხრეთ კავკასიაში იწყება მშვიდობის, კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ეტაპი.„დღეს ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან ეტაპს სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში. საფუძველს ვუყრით უკეთეს ისტორიას, ვიდრე წარსულში გვქონდა. ეს გარღვევა შეუძლებელი იქნებოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირადი ჩართულობის გარეშე. სამშვიდობო შეთანხმება გზას გაუხსნის ათწლეულობით მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას ჩვენს ქვეყნებს შორის და დაიწყება ახალი ეტაპი, რომელიც დაფუძნებული იქნება ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემაზე. დეკლარაციის ხელმოწერით იწყება მშვიდობის, კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ეტაპი სამხრეთ კავკასიაში.განსაკუთრებით, დარწმუნებული ვარ, რომ, აშშ-თან ერთად, სომხეთი იმუშავებს „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ პროექტზე, რაც მთელი რეგიონისთვის სტრატეგიულ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გახსნის და ხანგრძლივ სარგებელს მოიტანს. ეს ხელს შუწყობს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, გააძლიერებს რეგიონულ დაკავშირებადობას“, – განაცხადა ფაშინიანმა.ცერემონიალს ლიდერების გარდა, სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ესწრებოდნენ: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი; ალიევის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ჰიკმეთ ჰაჯიევი. რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი. დოკუმენტით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ სავაჭრო, დიპლომატიური ურთიერთობები, მოგზაურობა და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.აზერბაიჯანის და სომხეთის მიერ გაფორმებულ დეკლარაციას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც მოაწერა ხელი.გარდა ამისა, აშშ-მა ასევე გააფორმა ორმხრივი შეთანხმება თითოეულ ქვეყანასთან ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, ეკონომიკური თანამშრომლობის, საზღვრის უსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტის, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის შესახებ.შეთანხმება ასევე მოიცავს აშშ-ის ექსკლუზიურ უფლებას, განავითაროს სტრატეგიული ტრანზიტული დერეფანი სამხრეთ კავკასიაში.

1754715836

ცესკოში საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრობის კანდიდატებთან გა...

კანდიდატების შერჩევის პროცესში მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამჯერადაც შესთავაზა კონკურსანტებს გასაუბრება და ამ პროცესის ლაივ რეჟიმში გადაცემა. 254 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე თანხმობა განაცხადა 119-მა კონკურსანტმა, მათგან 51-მა კი ასევე განაცხადა თანხმობა ცესკოს სოციალური ქსელის მეშვეობით გასაუბრების ლაივ რეჟიმში გადაცემაზე.კონკურსანტებთან გასაუბრება დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს საშუალება ჰქონდათ კონკურსანტებს გასაუბრებოდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ. ასევე ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა ლაივ რეჟიმში ენახა იმ კონკურსანტებთან გასაუბრების პროცესი, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ლაივში ჩართვაზე.რაც შეეხება კონკურსს - 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ცესკომ 5 აგვისტოს გამოაცხადა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილი იყო. 254 კონკურსანტიდან ბოლო სამ საერთო არჩევნებზე და ასევე 2022 და 2023 წლების შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება აქვს 183 კონკურსანტს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება - 27 კონკურსანტს. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობა მიღებული აქვს 178 კონკურსანტს.საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს ცესკო სხდომაზე ხვალ, 9 აგვისტოს აირჩევს, რის შემდეგაც არჩეულ პირთა შესახებ ინფორმაცია განთავსდება ცესკოს ვებგვერდზე. (R) 

1754673555

ქართველი მოსწავლეები AI საერთაშორისო ოლიმპიადაში იმარჯვებენ - ნაკრების...

ბრინჯაოს მედლის მფლობელი თემიკო მაჭავარიანი გახდა. საპატიო სიგელი კი ანტონ ინგოროყვამ მოიპოვა. საპატიო სიგელი იმ მონაწილეებს გადაეცემათ, რომლებიც ოლიმპიადის ორი დღიდან რომელიმე დღეს მონაწილეების ნახევარზე უკეთეს შედეგს აჩვენებენ. ოლიმპიადაში 60-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ოლიმპიადის ამოცანები საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტმა შეადგინა და საქართველოს ნაკრებმა კონკურენტულ შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა.ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი. 2024 წელს ოლიმპიადა ბულგარეთში ჩატარდა, წელს კი მას პეკინმა უმასპინძლა.საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით, საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდა მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები.ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარების კულტურას, პროფესიონალების განვითარების პროცესსა და საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში.თიბისი განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ქმნის და ახალგაზრდებს, რომლებსაც სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, მათ ტექნოლოგიური განათლების პროგრამებს სთავაზობს.

1754673352