GE EN
სხვა სიახლეები
2027 წლის ბიუჯეტში კაპიტალური ხარჯები 8.4 მლრდ ლარს აჭარბებს, ჯანდაცვი...

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით 298 მლნ ლარზე მეტით იზრდება და 3 მლრდ ლარს აჭარბებს. ამასთან, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების დაფინანსების გათვალისწინებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პროგრამებზე ჯამურად 3,71 მლრდ ლარი მიიმართება.განათლების სამინისტროს ასიგნებებიდან 1,95 მლრდ ლარზე მეტი სკოლების დაფინანსებას მოხმარდება. სასკოლო განათლების მომსახურებას 560 ათასზე მეტი მოსწავლე იღებს. სკოლების დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით 190 მლნ ლარზე მეტით იზრდება, რაც 70 ათასზე მეტი მასწავლებლისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების ზრდის შესაძლებლობას იძლევა.გარდა ამისა, მომავალი წლის სექტემბრიდან საჯარო სკოლებში 30 ათასზე მეტი დამრიგებლის დანამატის გაორმაგებაა გათვალისწინებული. ზოგადი განათლების სხვა პროგრამების დაფინანსება 284 მლნ ლარს შეადგენს.პროფესიული განათლებისთვის, დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩათვლით, 263 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც 45 ათას მოქალაქეს პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.უმაღლესი განათლების დაფინანსება 267 მლნ ლარამდეა განსაზღვრული, საიდანაც 105 მლნ ლარი სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების პროგრამას მოხმარდება. მიმდინარე წელს ამ პროგრამის ფარგლებში პირველ კურსზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა. მეცნიერების დაფინანსება 97 მლნ ლარს, ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამები კი 26 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. ამ უკანასკნელის ფარგლებში ცხვარიჭამიასა და ბახმაროში ახალი ახალგაზრდული ბანაკების მშენებლობა დაიწყება.რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებების დაფინანსებას, 2027 წლის ბიუჯეტით სამინისტროსთვის 10 მლრდ 907 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 1 მლრდ 238 მლნ ლარზე მეტით აღემატება.აქედან 5 მლრდ 700 მლნ ლარი საპენსიო უზრუნველყოფას მოხმარდება, რაც მიმდინარე წლის დაფინანსებაზე 685 მლნ ლარით მეტია. სხვადასხვა სოციალური პროგრამისთვის 1 მლრდ 994 მლნ ლარია გათვალისწინებული, ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება კი 2 მლრდ 462 მლნ ლარს აჭარბებს და 243 მლნ ლარით იზრდება.სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის 145 მლნ ლარი გამოიყოფა, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 65 მლნ ლარით აღემატება. მომდევნო წელს პროგრამის ფარგლებში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყება. იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობისთვის კი 418 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული.კაპიტალური ხარჯები - 8.4 მლრდ ლარზე მეტი2027 წლის ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად 8,4 მლრდ ლარზე მეტი მიიმართება. დაფინანსების ძირითადი მიმართულებებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურა - 2,8 მლრდ ლარზე მეტი; საგზაო ინფრასტრუქტურა - 1,38 მლრდ ლარზე მეტი, მათ შორის, 773 მლნ ლარი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა - 830 მლნ ლარი; წყალმომარაგება და წყალარინება - 350 მლნ ლარი. ამასთან, მიმდინარე წელს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას დამატებით 280 მლნ ლარი გამოეყოფა, რომლის ფარგლებში სამუშაოები 2027 წელს განხორციელდება; ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა - 230 მლნ ლარი, მათ შორის, ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობების მშენებლობისთვის. რეგიონების გაზიფიცირების სამუშაოების განახლებისთვის მიმდინარე წელს დამატებით 55 მლნ ლარი გამოიყოფა; სპორტული ინფრასტრუქტურა - 310 მლნ ლარი; ტურისტული ინფრასტრუქტურა - 100 მლნ ლარი. მთის კურორტების განვითარებისთვის 2027 წლის სამუშაოების დასაფინანსებლად მიმდინარე წელს 80 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა; იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა განსახლება - 408 მლნ ლარი, რაც ბიუჯეტის წინა პროექტთან შედარებით 140 მლნ ლარით გაზრდილი მაჩვენებელია; ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა - 140 მლნ ლარი; სამელიორაციო სისტემები - 85 მლნ ლარი. ამასთან, 2026 წელს მომდევნო წლის პროექტებისთვის დამატებით 70 მლნ ლარი გამოიყოფა; მყარი ნარჩენების მართვის პროექტები - 110 მლნ ლარზე მეტი; პოლიცია, სახელმწიფო უსაფრთხოება და თავდაცვა - 882 მლნ ლარი; საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდა - 250 მლნ ლარი; თბილისის მეტროს მოდერნიზაცია - 125 მლნ ლარი; სოფლების ინტერნეტიზაცია - 107 მლნ ლარი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობისთვის; სხვა კაპიტალური ხარჯები - 303 მლნ ლარი. მინისტრის ინფორმაციით, დამატებითი დაფინანსება გათვალისწინებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ახალი სამთავრობო ინიციატივისთვისაც. კერძოდ, მიმდინარე წელს ამ მიმართულებით 100 მლნ ლარზე მეტი მიიმართება, ხოლო 2026-2027 წლებში კომპენსაციას 16 ათასზე მეტი ოჯახი მიიღებს.ამასთან, ანაკლიის პორტის მშენებლობის ფარგლებში, 2027 წელს განსახორციელებელი სამუშაოების დასაფინანსებლად მიმდინარე წელს დამატებით 125 მლნ ლარი გამოიყოფა.

1794391014

საჯარო სექტორში ხელფასები 8.4%-ით იზრდება: ფინანსთა მინისტრმა 2027 წლი...

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული 75 ათასზე მეტი ადამიანის ხელფასების ზრდაზე მიიმართება 300 მილიონ ლარზე მეტი; საჯარო სკოლების 60 ათასამდე მასწავლებლის ხელფასების ზრდაზე - 150 მილიონ ლარზე მეტი; საბავშვო ბაღების 40 ათასზე მეტი პერსონალის ხელფასების ზრდაზე - 60 მილიონი ლარი; კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებული 35 ათასამდე ადამიანის ხელფასების ზრდაზე - 40 მილიონ ლარზე მეტი; სასწრაფო დახმარების პერსონალის, სოფლის ექიმებისა და ექთნების, ჯამში, 7 ათასზე მეტი ადამიანის ხელფასების ზრდაზე მიიმართება 15 მილიონ ლარზე მეტი; დანარჩენ სახელმწიფო უწყებებსა და მუნიციპალურ სერვისებში დასაქმებულ პირთა ხელფასების ზრდაზე, ჯამურად, მიიმართება 250 მილიონ ლარამდე.

1794390242

საპენსიო უზრუნველყოფაზე ₾5.7 მლრდ დაიხარჯება

მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 685 მილიონი ლარით და 5 მილიარდ 700 მილიონ ლარს შეადგენს. ზრდა გამოწვეულია კანონმდებლობის შესაბამისად პენსიების ინდექსაციით. კერძოდ, მოქმედი ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად, 70 წლის და მეტი ასაკის, ჯამში 500 ათასზე მეტი პენსიონერის პენსია იზრდება 60 ლარის ოდენობით და განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით; ასევე, ამავე კატეგორიის 50 ათასზე მეტი პირისთვის მაღალმთიან დასახლებებში  გათვალისწინებულია 20%-იანი დანამატი; 70 წლამდე მყოფი 440 ათასი ბენეფიციარისთვის, პენსია იზრდება 45 ლარით  და 415 ლარს შეადგენს. მაღალმთიან დასახლებებში 36 ათასი ბენეფიციარისთვის გათვალისწინებულია 20%-იანი დანამატი; ინდექსაციის და პენსიების ზრდის შესაბამისად, იზრდება 130 ათასზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტი, რისთვისაც დამატებით გამოყოფილია 81 მილიონი ლარი და ჯამურად, 640 მილიონ ლარს შეადგენს; ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 244 მილიონი ლარით და 2 მილიარდ 445 მილიონ ლარს აჭარბებს. მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, რომელიც ყოველწლიურად 790 ათასზე მეტ ბენეფიციარს ემსახურება, შეადგენს 1 მილიარდ 634 მილიონ ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში, სხვა საჭიროებებთან ერთად,  გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმები/ექთნების ხელფასების ზრდა; სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა გაზრდილია 34 მილიონ ლარზე მეტით და 159 მილიონ ლარს შეადგენს; მაღალმთიან დასახლებებში განსაზღვრული დანამატებისთვის გამოყოფილია 147 მილიონ ლარზე მეტი. სხვადასხვა დანამატებით, ჯამში, სარგებლობს 175 ათასზე მეტი ბენეფიციარი; დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე გამოყოფილი თანხები მომდევნო წელს იზრდება 60 მლნ ლარით. 2027 წელს 850 ათასი ბენეფიციარისთვის ბიუჯეტიდან განხორციელებული კონტრიბუცია იქნება 600 მლნ ლარი.

1794389996

სარფის საბაჟოზე 64 992 ლარის ღირებულების 363 გრამი არადეკლარირებული ოქ...

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 64 992 ლარი შეადგინა.ერთი კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა ხოლო 3 კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით ჯამში 20 075 ლარით დაჯარიმდა.

1794389606

2027 წლის ბიუჯეტის მთავარი პარამეტრები: 5%-იანი ეკონომიკური ზრდა და ₾3...

ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2027 წელს 8.9%-ით იზრდება და ₾126.4 მილიარდს შეადგენს. შემდგომ წლებში ზრდის პროგნოზი საშუალოდ 8.5%-ია და 2030 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა ₾161 მილიარდს გადააჭარბებს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2027 წლის ბოლოსთვის 12 ათას დოლარს, ხოლო 2030 წლისთვის 15 ათას დოლარს გადააჭარბებს.ინფლაციის მაჩვენებელს მომდევნო წელს კლებადი ტენდენცია ექნება და წლის ბოლოსთვის მის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.ფინანსთა მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული გამოწვევა - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და გასულ წელს ისტორიულად დაბალ ნიშნულზე, მშპ-ის 2,9%-ის ფარგლებში დაფიქსირდა. მიმდინარე წელს პროგნოზირებულია აღნიშნული მაჩვენებლის კიდევ გაუმჯობესება მშპ-ის 2,4%-მდე, ხოლო 2027 წლისთვის, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზი 2.6%-ს შეადგენს.ბიუჯეტის დეფიციტი 2027 წლისთვის დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ის დონეზე, ხოლო შემდგომ წლებში მცირედით კლებადი ტენდენცია აქვს და 2.2%-მდე მცირდება.მთავრობის ვალის მაჩვენებელი 2027-2030 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის 31.1%-ს შეადგენს, რაც ვალის უსაფრთხო ნიშნულია.2027 წელს დაგეგმილი ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები 38 მილიარდ 363 მილიონ ლარს შეადგენს, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 38 მილიარდ 243 მილიონი ლარია.

1794389340

ხუციშვილი: საქართველოს ევროობლიგაციებზე მოთხოვნა შეთავაზებას 5.5-ჯერ ა...

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკის სტაბილურმა განვითარებამ, ვალის მდგრადობამ, ფისკალურმა კონსოლიდაციამ და რეზერვების ადეკვატურობის დონის გაუმჯობესებამ, განამტკიცა საერთაშორისო ინვესტორების ნდობა საქართველოსადმი, რაც მიმდინარე წლის იანვარში 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებით გამოშვებაშიც აისახა.მისი თქმით, საერთაშორისო ბაზარზე, ახალი ობლიგაციის გამოშვება განსაზღვრავს ერთი მხრივ, ქვეყნის რისკის დონეს, ხოლო მეორე მხრივ, ზომავს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებასა და ნდობას ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მიმართ.„ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატება დაფიქსირდა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის რისკიანობის მაჩვენებელი შემცირებულია 50 საბაზისო პუნქტზე მეტით, რაც ნიშნავს 25 პროცენტზე მეტით გაუმჯობესებას, ხოლო მეორე მხრივ, ვნახეთ რეკორდულად მაღალი მოთხოვნა საქართველოს მიერ გამოშვებულ ევროობლიგაციებზე. ჯამში, 100-ზე მეტი საერთაშორისო ინვესტორის მხრიდან მოთხოვნა 5.5-ჯერ აღემატებოდა ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობას, რაც ნიშნავს, რომ საერთაშორისო ინვესტორები მზად იყვნენ 2,8 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია განეხორციელებინათ საქართველოს ფასიან ქაღალდებში. ამავდროულად, განაკვეთის მხრივ, ეს იყო ყველაზე კარგი შედეგი, რასაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით საინვესტიციო რეიტინგის არმქონე სუვერენულმა ემიტენტმა მიაღწია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.იგი ასევე, შეეხო მიმდინარე წლის მაისში სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვების საკითხს, როცა ფინანსთა სამინისტრომ პირველად გამოიყენა სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვების სინდიკაციის მეთოდი (400 მილიონი ლარის ოდენობით), რაც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.მინისტრის თქმით, ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა 1.8 მილიარდი ლარი იყო, რაც 4.5-ჯერ აღემატებოდა გამოშვებული ფასიანი ქაღალდების მოცულობას.

1794389069