
სებ-ის სტატისტიკით, H1/2025-ის მდგომარეობით, ლარის ნაშთები შემცირებულია ბანკის საცალო კლიენტების მიმდინარე და მოთხოვნამდე სადეპოზიტო ანგარიშებზე. საბაზრი წილი 6.7% -ია (2024 – 10%).სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, სავალუტო დეპოზიტების წლიური ზრდა 18.9% -ია და ბოლო 3 თვეში აღმავლ ტრენდს ინარჩუნებს (05/2025 +18.2Y.Y; 04.2025 – 16.6%Y.Y).H1/2025 -ის მდგომარეობით, რეზიდენტი ფიზიკური პირების ვადიანი ანაბრები, უცხოურ ვალუტაში 7.6 მლრდ ლარის ეკვივალნეტია (2024 – 6 მლრდ)
1754067761

დოკუმენტი განსაზღვრავს საბაზრო ქცევის ზედამხედველობის მიმართულებებს, ასევე, შეფასების ინდიკატორებსა და მონიტორინგს.გათვალისწინებულია თემატური შემოწმებები, რომ სექტორში არსებულ გამოწვევები და გასაუმჯობესებელ საკითხები გამოჩნდეს. საბაზრო ქცევა მოეთხოვება საბანკო, მიკროსაბანკო, მიკროსაფინანსო სექტორის ოპერატორებს. ასევე სესხის გამცემ და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს. მოთხოვნები არ ვრცელდება, ციფრულ ბანკებზე. ვასპებსა და PSP -ზე (ციფრულ და ელექტრონულ საფულეზე). ჩარჩოს მიღმა, შემუშავდება გზამკვლევები და რეკომენდაციები კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისთვის. დოკუმენტი ყოველ 3 წელში განახლდება. გადაიხედება პრიორიტეტები და საჭიროებისამებრ შევა ცვლილებები.
1754063760

ამასთან, აღნიშნავს, რომ გარიგების წარმატებით დასრულების გარანტია არ არსებობს.„არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ კომპანია HSBC-ის წილის შეძენასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევს“, - ნათქვამია LFG-ს ოფიციალურ განცხადებაში.ჯგუფი ბაზარს საჯარო ინფორმაციას, შესაბამის დროს მიაწვდის.HSBC Continental Europe (HBCE) ეს არის HSBC Group-ის შვილობილი კომპანია პარიზში, რომელსაც პორტფელში რამდენიმე ევროპული ქვეყანა აქვს, მათ შორის HSBC Bank Malta-ს 70%-იანი წილი. სწორედ ამ წილის გაყიდვის პროცესშია HBCE (ანუ HSBC Continental Europe), რომელიც უძღვება HSBC Bank Malta-ს აქციონერობით.2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით HSBC Bank Malta plc-ს საერთო აქტივების მოცულობა €7 მლრდ-ს აღემატებოდა. ბანკმა რეკორდული ფინანსური მაჩვენებლები აჩვენა 2024 წელს: მოგება დაბეგვრამდე €154.5 მლნ, წმინდა მოგება - € 100.1 მლნ, ROE = 17.5%.
1754059846

უმნიშვნელოდ. ბოლო საანგარიშო თვეში, ივნისში, სექტორმა კონვერტაციით, 60 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. სულ, წლის პირველ ნახევარში (H1/2025) კი 357 მლნ ლარი (H1/2024 – ₾ 350 მლნ. +2%Y.Y)სებ-ის სტატისტიკით, საკონვერსიო საოპერაციო შემოსავლები, მსხვილაქტივებიან TOP -10 ში ქართუს, ლიბერთის, კრედოს და საქართველოს ბანკს გაეზხარდა. თიბისის, პროკრედიტს და ბაზისბანკს შეუმცირდა.კონსოლიდიერებულ მაჩვენებელში ციფრული და მიკრპბანკების ნავაჭრიც შედის. H1/2025-ის მდგომარეობით, ყველაზე მეტი, 322 000 ლარი პეისერაზე მოდის. 150 000-150 000 ლარის გამოიმუშავეს პეივმა და MBC-იმ. კრისტალს 3 მლნ-მდე ზარალი აქვს
1754055637

Visa-ს სრულ PayFac სერტიფიკატს იღებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც აკმაყოფილებენ კომპანიის მაღალ ტექნიკურ, იურიდიულ და ფინანსურ მოთხოვნებს. ასეთი კომპანიების გადახდების პლატფორმა უნდა იცავდეს PCI DSS-ის უსაფრთხოების სტანდარტებს, ეფექტურად მართავდეს რისკებს და უზრუნველყოფდეს მომხმარებლის მონაცემთა დაცვას.აღნიშნული სერტიფიკატით, კომპანია აღიარებულია, როგორც დამოუკიდებელი გადახდების ოპერატორი Visa-ს გლობალურ ქსელში და აღარ არის უბრალოდ შუამავალი. მას შეუძლია მართოს გადახდების პროცესი დამოუკიდებლად, ყოველგვარი გარე შეზღუდვის გარეშე. ასევე, მოემსახუროს ბიზნესების კიდევ უფრო ფართო სპექტრს და არსებულ მერჩანტებს შესთავაზოს გადახდების მიღების უფრო სწრაფი, მარტივი და ტექნოლოგიურად გამართული პროცესი. Flitt მერჩანტებს სრულად ონლაინ, რამდენიმე წუთში არეგისტრირებს და მათ გადახდების მიღების დაწყება დარეგისტრირებისთანავე შეუძლიათ.სერტიფიცირების პროცესის ფარგლებში, Flitt-მა გაიარა რამდენიმე კრიტიკული მიმართულების დეტალური შემოწმება და შეფასება, რომელიც მოიცავდა: ტექნიკური უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება, მათ შორის PCI DSS მოთხოვნებთან; კომპანიაში არსებული რისკების მართვის ჩარჩოს და პროცედურების ეფექტიანობის შეფასებას, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან, მერჩანტთა რეგისტრაციის და ტრანზაქციების მონიტორინგის ეფექტიანობას. აღნიშნული პროცესის წარმატებით გავლა ადასტურებს Flitt-ის პროცესების სრულ შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან და Visa-ს მოთხოვნებთან.სერტიფიცირების შედეგად, Flitt-ს უკვე აქვს შესაძლებლობა: დამოუკიდებლად დაარეგისტრიროს მერჩანტები და მოემსახუროს გადახდების სრულ პროცესში; მოემსახუროს მაღალრისკიან მერჩანტებს და შიდა რისკების მართვის სისტემის გამოყენებით, დაეხმაროს რისკების ეფექტურ მართვაში; უზრუნველყოს ინოვაციური და კონკურენტუნარიანი გადახდების სერვისები. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი კომპანიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ Flitt ახალია, ჩვენ შევძელით პირველებს მიგვეღო ეს სერტიფიკატი საქართველოში, რაც ადასტურებს, რომ ჩვენი ფინანსური სერვისები სიმარტივისა და ინოვაციურობის გარდა არის უსაფრთხო და სანდო”, - გიორგი ქუთათელაძე, Flitt-ის CE0.Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატის მიღებით, Flitt კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს იმ მიმართულებით, რომ ფინანსური ტექნოლოგიებით უპასუხოს მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებებს და გაამარტივოს გადახდების გამოცდილება ქვეყნის მასშტაბით. მიუხედავად სწრაფი ზრდისა, კომპანია მუდმივად მუშაობს ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით და მაღალი სტანდარტებით იცავს უსაფრთხოების და სანდოობის კრიტერიუმებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია გადახდების სერვისის მომწოდებლებისთვის.
1754053522

საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის, ელგუჯა თავბერიძის განცხადებით, ბრალდებული „პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში და სააგენტოს ყოფილ თანამშრომელ ლ.დ.-სა და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ახდენდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხების ურთიერთშორის განაწილებას.“„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2025 წლის 18 ივლისს, „სასოფლო – სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაცემული გრანტების, ჯამში 826 815 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია 11პირი, მათ შორის ერთ-ერთი ორგანიზატორი – ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ ყოფილი თანამშრომელი ლ.დ.გამოძიებით დადგენილია, რომ 2021-2024 წლებში, ბრალდებულებმა გრანტების მისაღებად, სხვადასხვა ბენეფიციარის სახელით არაერთხელ მიმართეს ა(ა)იპ -სოფლის განვითარების სააგენტოს და წარუდგინეს ყალბი ინვოისები, სასაქონლო ზედნადებები, ტექნიკის მიღება-ჩაბარების აქტები და აუდიტორული დასკვნები.წარდგენილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე,სააგენტომ ბრალდებულებს, მათივე მფლობელობაშიარსებულ საბანკო ანგარიშებზე ჩაურიცხა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გამოყოფილი თანადაფინანსების თანხა – 826 815 ლარის ოდენობით.სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, დაყადაღებულ იქნა ბრალდებულისა და მასთან კავშირში მყოფი პირების სახელზე რიცხული დიდი ოდენობით ქონება და საბანკო ანგარიშები.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით.სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის სრული ოდენობის დადგენისა და დამნაშავე პირთა წრის გაფართოების მიზნით, ინტენსიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მომავალშიც გაატარებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულისწინააღმდეგ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას“, – განაცხადა ელგუჯა თავბერიძემ.
1754045531