GE EN
ბიზნესი
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვი...

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები სხვადასხვა ტიპის ტექნიკას უშუალოდ ეცნობიან, სწავლობენ ავტომობილის აგებულებასა და მუშაობის პრინციპებს, იკვლევენ ძრავის, ელექტრომობილისა და მძიმე ტექნიკის თავისებურებებს. სასწავლო პროცესი ინტერაქციულ და პრაქტიკულ აქტივობებს ეფუძნება: მოზარდები თავად ერთვებიან ტექნიკურ პროცესებში, ატარებენ ცდებს და მიღებულ გამოცდილებას თეორიულ ცოდნას უკავშირებენ.როგორც „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი ირინა წეროძე აღნიშნავს, საშაბათო სკოლის პროგრამა მოზარდების ინტერესებისა და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შეიქმნა. მისი მიზანია, ბავშვებს მისცეს შესაძლებლობა, ადრეული ასაკიდან აღმოაჩინონ ტექნიკური სფეროს შესაძლებლობები, განივითარონ პრაქტიკული უნარები და თავად გამოსცადონ, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ინჟინერია.ირინა წეროძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „პროგრამის შექმნის საფუძველი სწორედ ბავშვების ბუნებრივი ინტერესები გახდა. 12-14 წლის ასაკში მოზარდების ნაწილს უკვე მოსწონს კონსტრუქციების აწყობა, სხვადასხვა მექანიზმის მუშაობის შესწავლა, ხელსაწყოებთან ურთიერთობა და ავტომობილები. მიუხედავად ამისა, საქართველოში აქამდე არ არსებობდა ისეთი სასწავლო  პროგრამა, რომელიც ამ ბავშვებს საინჟინრო მიმართულებით ინტერესების გაღრმავებისა და შესაბამისი ცოდნის მიღების შესაძლებლობას მისცემდა.სწორედ ამ საჭიროების საპასუხოდ შეიქმნა საშაბათო სკოლა, სადაც მოზარდები უშუალოდ პროფესიონალებისგან რეალურ ტექნიკურ გარემოში ეცნობიან ძრავის, სავალი ნაწილისა და სპეცტექნიკის მუშაობის პრინციპებს. 12-14 წელი ამ გამოცდილების მისაღებად მნიშვნელოვანი ასაკია, რადგან ამ პერიოდში ბავშვებს უკვე მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული აქვთ ინტერესები და შეუძლიათ, უკეთ განსაზღვრონ, რომელი მიმართულება იზიდავთ - ტექნიკური თუ ჰუმანიტარული“.ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლის საპილოტე სემესტრი 9 შაბათს, ჯამში, 27 საათს მოიცავს. სასწავლო პროგრამა რამდენიმე პრაქტიკულ და თემატურ მოდულად არის დაყოფილი:მექანიკა და ძრავები - გადაცემათა სისტემების აწყობა და შიგაწვის ძრავების მუშაობის პრინციპების აღმოჩენა;მომავლის ტექნოლოგიები - ეკოლოგია, ელექტრომობილები, სენსორები და ხელოვნური ინტელექტი (AI) ავტომობილებში;დიაგნოსტიკა და უსაფრთხოება - გაუმართაობის აღმოჩენა მინიშნებებით, დამუხრუჭებისა და უსაფრთხოების სისტემების ტესტირება;მძიმე ტექნიკა - მოდული „გიგანტების ძალა“, რომლის ფარგლებშიც ბავშვები სპეცტექნიკას გაეცნობიან და სიმულაციურ აპარატსაც გამოცდიან.გარდა ამისა, ყოველ შეხვედრაზე გაიმართება თამაში „სიტყვების ავტოფარეხი“, რომლის საშუალებითაც მოზარდები ავტონაწილების ქართულ ტერმინოლოგიას შეისწავლიან და ტექნიკურ ლექსიკას გაიმდიდრებენ.ლაშა ჯუღელი, „ექსელენს ჰაბის“ დირექტორი: „მნიშვნელოვანია, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე გავუღვივოთ ინტერესი ავტოინჟინერიისა და ტექნიკური პროფესიების მიმართ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ მიმართულებით კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. საშაბათო სკოლა მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, პრაქტიკული გამოცდილებით აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები და სამომავლო პროფესიული არჩევანის შესახებ წარმოდგენა ადრეულ ეტაპზევე შეიქმნან. ამასთანავე, პროგრამა მხოლოდ ტექნიკური ცოდნის მიღებას არ ემსახურება - სასწავლო პროცესში ბავშვები გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნებისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარებსაც ივითარებენ.ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა STEM მიმართულების განსხვავებული საგანმანათლებლო პროექტია. მისი მთავარი უპირატესობა პრაქტიკული გამოცდილება და უშუალო შეხებაა მსოფლიო წამყვანი ბრენდების ტექნიკასთან და დარგის სპეციალისტებთან. მონაწილეებს საშუალება აქვთ, გაეცნონ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Porsche, Lamborghini, Toyota, Volvo, JCB და MAN, მოინახულონ სერვისცენტრები და ადგილზე დააკვირდნენ სამუშაო პროცესს. ტრადიციული თეორიული სწავლებისგან განსხვავებით, პროგრამა ბავშვებს „თეგეტას“ ინფრასტრუქტურასა და სპეციალიზებულ სივრცეებში სწავლის შესაძლებლობას აძლევს. ვფიქრობთ, ასეთი გამოცდილება მათთვის განსაკუთრებით საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება“.კურსის მონაწილეებს „თეგეტა აკადემიის“ ტრენერები, Top Master-ები და ტექნიკური ექსპერტები ასწავლიან. პროგრამის თითოეული მოდული აკადემიის გამოცდილმა ტრენერებმა შეიმუშავეს, რომლებმაც მოზარდებთან მუშაობისთვის სპეციალური მომზადება გაიარეს. პრაქტიკულ შეხვედრებში, ბავშვებთან ერთად, სერვისცენტრების სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.„სასწავლო მოდულების შემუშავებაში „თეგეტა აკადემიის“ განათლების სპეციალისტი და გამოცდილი ტრენერები მონაწილეობდნენ, რომლებიც ზრდასრულთა პროფესიულ მომზადებაზეც მუშაობენ. მოზარდებთან სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით მათ დამატებითი, სპეციალიზებული ტრენინგი გაიარეს. ამასთანავე, პროგრამის პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში, ბავშვებს თითოეულ სერვისცენტრში დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტებიც გაუზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას“, - აღნიშნავს ირინა წეროძე.„თეგეტა აკადემიაში“ სწავლა 31 ოქტომბერს დაიწყო. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები ბრენდირებულ Tegeta Young Engineer Passport-ს მიიღებენ, რომელიც საშაბათო სკოლის გავლის დამადასტურებელი იქნება.„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.(R)

1794398099

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნო...

„თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, 30 წლის  განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილებით, გამორჩეული ინფრასტრუქტურითა და ექსპერტიზით, BTU-სთან ერთად, შექმნის ერთგვარ პლატფორმას, რომელიც სექტორში ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებას, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ათვისებასა და, ამასთანავე, ახალგაზრდების კარიერულ მხარდაჭერას მოემსახურება.ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტასა“ და BTU-ს შორის პარტნიორობა ახალგაზრდებს  განვითარების შესაძლებლობას სწავლის პერიოდშივე შეუქმნის. უნივერსიტეტი სტუდენტებს აკადემიურ ცოდნას აძლევს, ჩვენ – პრაქტიკულ გამოცდილებას. თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება - BTU-ს ბაზაზე ვქმნით ჭკვიანი მობილობის ლაბორატორიას, სადაც სტუდენტები თანამედროვე ინფრასტრუქტურით იმუშავებენ საავტომობილო ინჟინერიაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და ელექტრომობილობაზე. ჰაკათონებსა და იდეათონებზე ისინი ჩვენს ექსპერტებთან ერთად რეალურ ბიზნესამოცანებს გადაჭრიან.  BTU-სთან თანამშრომლობა  საშუალებას მოგვცემს, ახალგაზრდების პროფესიულ ზრდაში საუნივერსიტეტო ეტაპიდანვე ჩავერთოთ და ინდუსტრიისთვის კვალიფიციური კადრები მოვამზადოთ, სწორედ ისინი იქნებიან თეგეტელების შემდეგი თაობა“.საავტომობილო ინდუსტრია გლობალურად სწრაფად იცვლება, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი სექტორის მომავალს განსაზღვრავს. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებული ერთობლივი ინიციატივები სწორედ ამ გამოწვევებს უპასუხებს. მასშტაბურ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კი უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს ექნება.ერთ-ერთი მთავარი მიმართულება BTU-ს ბაზაზე ჭკვიანი მობილობისა და საავტომობილო ტექნოლოგიების ლაბორატორიის (Smart Mobility & Automotive TechLab) შექმნაა. მაღალტექნოლოგიური სივრცე „თეგეტას“ მრავალწლიან ინდუსტრიულ გამოცდილებასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას დაეყრდნობა. ლაბორატორია საავტომობილო ინჟინერიას, ხელოვნურ ინტელექტს, სენსორულ სისტემებს, ელექტრომობილობასა და ციფრულ სიმულაციებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს.ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი: „BTU-სთვის რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერთან, თეგეტასთან, სტრატეგიული პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება ინოვაციური სტუდენტური პროექტები, შეიქმნება უპრეცედენტო ლაბორატორიები და კვლევითი ინფრასტრუქტურა, ასევე შემუშავდება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი გადაწყვეტები ავტოინდუსტრიის განვითარებისთვის“.ტექნოლოგიური ბაზის შექმნასთან ერთად, პარტნიორობა პრაქტიკული პროექტების მთელ სერიასაც მოიცავს, რომლებიც სტუდენტებს ინოვაციური იდეების რეალიზებაში დაეხმარება. მაგალითისათვის, Tegeta ბუთქემფი, იდეათონი და ჰაკათონი ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად იმუშაონ რეალურ ამოცანებზე, შექმნან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროტოტიპები და განვითარებული უნარები BTU-ს ციფრულ პასპორტში (AI Skills Digital Passport) ასახონ.პრაქტიკულ ინიციატივებთან ერთად, გათვალისწინებულია მუშაობა Tegeta Accelerator-ის კონცეფციაზე, რაც სტარტაპების მხარდაჭერას გულისხმობს. დაგეგმილია ერთობლივი კვლევაც, რომელიც AI ინსტრუმენტებით ავტოინდუსტრიის შრომის ბაზარსა და მოთხოვნად პროფესიებს შეისწავლის. სტუდენტების კარიერული წინსვლისთვის კი მოეწყობა „თეგეტას“ დასაქმების ფორუმი, სადაც ახალგაზრდები სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას პირდაპირ კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღებენ.აკადემიურ სექტორსა და მსხვილ ბიზნესს შორის ასეთი მასშტაბური სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ადგილობრივი კადრების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და საავტომობილო ინდუსტრიაში ინოვაციური სტანდარტების დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.(R)

1794314079

ჯივიპი რუსთავში იაღლუჯის რეზერვუარის მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციას...

მიმდინარე გადაერთებით სამუშაოებს ადგილზე ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ ლოჩოშვილი გაეცნენ.„იაღლუჯის რეზერვუარის მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია ჯივიპის მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო პროექტია, რომლის ფარგლებშიც წყალმომარაგების 1.5 კილომეტრამდე სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი სრულად განახლდა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღიჭურვა. სწორედ ახლა მიმდინარეობს განახლებულ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები. პროცესის მაქსიმალურად ოპერატიულად წარმართვის მიზნით, ჩვენი ტექნიკური ჯგუფები 8 სხვადასხვა ლოკაციაზე, პარალელურ რეჟიმში მუშაობენ. სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შევასრულებთ, რათა პროცესი უმოკლეს ვადებში დასრულდეს და მოსახლეობას წყალმომარაგება დროულად აღუდგეს", - თეიმურაზ ლოჩოშვილი, GWP-ის საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი.„ყველა პროექტი, რომელიც ქალაქის წყალმომარაგებას აუმჯობესებს, ჩვენი მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე იაღლუჯზე მდებარე ერთ-ერთი მთავარი რეზერვუარის შემავსებელი 1.5 კილომეტრიანი წყალმომარაგების ქსელი განახლდა და გაიზარდა მილის დიამეტრიც, რაც რუსთავის სტაბილურ და შეუფერხებელ წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს", - ბესიკ ტოგონიძე, ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე.განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, მაგისტრალურ მილზე სამუშაოები 6 ნოემბრის ღამის 03:00 საათიდან აქტიურად მიმდინარეობს. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც აღნიშნული სამუშაოების გამო წყალმომარაგება დროებით შეზღუდული აქვს, წყლის მიწოდება 7 ნოემბრის დილის 07:00 საათიდან სრულად აღუდგება.(R)

1793968733

კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია

2007 წელს შექმნილი ბრენდს საფუძლად დაედო კორეული სილამაზის ცოდნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმა. თუმცა Erborian მუდმივად ავითარებს ახალ მიდგომებს კანის მოვლისადმი, მიკრონემსებით შთაგონებული ტექნოლოგიებიდან ინოვაციურ დამატენიანებელ ფორმულებამდე მთავარი იდეის გარშემო - გახადოს კანის მოვლა კიდევ უფრო ეფექტური, თანამედროვე და სასიამოვნო.Erborian-ის საერთაშორისო წარმატებას საკულტო BB და CC კრემებმა ჩაუყარა საფუძველი. პროდუქტებმა, რომლებიც კანის მოვლასა და მაკიაჟის ფუნქციებს  აერთიანებს, ბრენდს მსოფლიო აღიარება მოუტანა. თუმცა Erborian-ის განვითარება ამ პროდუქტებით არ შეჩერებულა და მუდმივად ავითარებს ახალ ფორმულებს.ბრენდის ფილოსოფიაში განსაკუთრებული ადგილი კორეულ ინგრედიენტებს უჭირავს. ბუნებრივი აქტიური კომპონენტები - ჟენშენი, ცენტელა, ბამბუკი, იუზუ და კორეული თოვლის სოკო Erborian-ის ფორმულებში თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად მუშაობს. Erborian-ის ხელწერა სწორედ ამ სინთეზშია - კორეული ინგრედიენტები, ფრანგული დახვეწილობა და მუდმივი სწრაფვა ინოვაციისკენ.„PSP საქართველოში მომხმარებელს კორეული კოსმეტიკური ბრენდების პირველი დისტრიბუტორია. 2018 წელს პირველი კორეული ბრენდი -Mizon სწორედ PSP-მ გააცნო ქართველს მომხმარებელს. დღეს PSP 10-ზე მეტი K-Beauty-ს ბრენდის ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორია და Mizon, Missha, A'pieu, Village 11, Dermafirm, Manyo, Round Lab, COSRX და Erborian-ის ყველაზე ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. PSP, როგორც საქართველოს ფარმაციის ლიდერი ბრენდი, ქართულ საზოგადოებას  თანამედროვე K-Beauty-ის ტოპ ახალ ბრენდებს აცნობს. დღეიდან მომხმარებელს უკვე შეუძლია აღმოაჩინოს Erborian და შეარჩიოს სასურველი პროდუქტი“, - აცხადებენ PSP-ში.Erborian არის ბრენდი, რომელიც ორგანულად აერთიანებს კორეულ ცოდნას, ფრანგულ დახვეწილობას, თანამედროვე ტექნოლოგიებს და აზრიარებს აღმოსავლეთის თავის მოვლის ფილოსოფიას მთელ მსოფლიოში და ახლა უკვე საქართველოშიც.(R)

1793869921

BAG ბიზნეს კლიმატი 48.4 ქულამდე გაიზარდა - კომპანიების 68% ინვესტიციებ...

ინდექსის კომპონენტების მიხედვით, ბიზნესის მომავლის მოლოდინი მნიშვნელოვნად უსწრებს მიმდინარე მდგომარეობის შეფასებას. კერძოდ, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 29.7 ქულაზე დაფიქსირდა, ხოლო მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის ინდექსმა 68.6 ქულა შეადგინა. ორივე მაჩვენებელი დადებით ზონაშია (+100-დან -100-მდე სკალაზე), რაც იმას ნიშნავს, რომ პოზიტიურად განწყობილი კომპანიების წილი უარყოფითად განწყობილებს აღემატება.სექტორულ ჭრილში, დასაქმების ბარომეტრი II კვარტალთან შედარებით 3.8 ქულით გაიზარდა. დასაქმების ზრდის ყველაზე მაღალი მოლოდინი მშენებლობის (+44.8) და მრეწველობის (+22.2) სექტორებში დაფიქსირდა. ამის საპირისპიროდ, დასაქმების შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა მომსახურებისა (-9.8) და ვაჭრობის (-2.6) სფეროებში.კვლევის თანახმად, გამოკითხული კომპანიების უმრავლესობა ოპტიმისტურად უყურებს საინვესტიციო საქმიანობასაც. 2026 წელს ჯამური ინვესტიციების ზრდას კომპანიების 68% ელოდება, 27%-ს მიაჩნია, რომ ინვესტიციები უცვლელი დარჩება, ხოლო კლებას მხოლოდ 4% პროგნოზირებს.BAG ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, PMC კვლევითი ცენტრისა და გერმანული ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტია, რომელიც ყოველკვარტალურად ქვეყნდება. აღნიშნული გამოკითხვა 2026 წლის 1-16 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.

1793799545

GCCA-მ შპს „ფერის“ მიერ შპს „ეი ენერჯის“ 25%-იანი წილის შეძენა კონკურე...

კონცენტრაციის შეფასების ფარგლებში, სააგენტომ შეისწავლა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ბაზრები. ასევე, შეფასდა მზის ელექტროსადგურების მშენებლობის ბაზარზე შესაძლო ჰორიზონტალური გადაფარვა.ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ მზის ელექტროსადგურების მშენებლობის ბაზარზე სამიზნე კომპანია ამ ეტაპზე არ ოპერირებს და მხოლოდ სამომავლო პროექტი აქვს. შესაბამისად, კონცენტრაციის შედეგად ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსის ცვლილება მოსალოდნელი არ იყო. ამასთან, მზის ელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებას შპს „ფერის“ მიერ 2025 წელს საქართველოში გაწეული მომსახურებების საერთო მოცულობაში მცირე წილი ეკავა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააგენტომ ამ ბაზრის დეტალური შესწავლა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.ამასთან, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ბაზრის მოცულობამ 2025 წელს 596 476 037 ლარი შეადგინა, ხოლო კონცენტრაციის HHI ინდექსი 525.8-ს გაუტოლდა, რაც დაბალკონცენტრირებულ ბაზარზე მიუთითებს. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ კონცენტრაცია აღნიშნულ მაჩვენებელს არ ცვლის.რაც შეეხება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბაზარს, 2025 წელს ამ მიმართულებით 286 ეკონომიკური აგენტის ჯგუფი ოპერირებდა. ბაზრის საერთო მოცულობამ 3 521 049 167 ლარი შეადგინა, ხოლო HHI ინდექსმა - 938.85. აღნიშნული მაჩვენებელი ბაზრის ზომიერ კონცენტრაციაზე მიუთითებს. სააგენტოს შეფასებით, განხორციელებული კონცენტრაცია ამ მაჩვენებელზეც გავლენას არ ახდენს.ამრიგად, სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ განხორციელებული კონცენტრაცია შესაბამის ბაზრებზე არსებით გავლენას არ ახდენს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.ინფორმაციისთვის: GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და, ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია.სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის სააგენტოსთვის შეტყობინების გარეშე, შეტყობინების განხილვამდე ან სააგენტოს უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.2026 წელს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თანხმობა გასცა 13 კონცენტრაციაზე.

1793777379

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლე...

ბრენდის ისტორიის, ფილოსოფიისა და პროდუქციის შესახებ პრეზენტაცია ქართველ აუდიტორიას თავად Beauty of Joseon-ის კორეელმა სპეციალისტებმა წარუდგინეს. ღონისძიებას ქართველი ინფლუენსერები, კანის მოვლის სფეროს ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.სტუმრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მარაოების მასტერკლასი, პროდუქციის საპრეზენტაციო სივრცე და სპეციალურად ღონისძიებისთვის მომზადებული საჩუქრები.Beauty of Joseon-ის პროდუქტები ქართველი მომხმარებლებისთვის უკვე სექტემბრის დასაწყისიდან არის ხელმისაწვდომი. ბრენდის ასორტიმენტში წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით პოპულარული პროდუქტები: Relief Sun, Glow შრატი, Dynasty კრემი, ჟენშენისა და რეტინოლის შრატი და კიდევ 20-ზე მეტი დასახელების პროდუქტი.Beauty of Joseon-ის ასორტიმენტი კანის მოვლის თითქმის ყველა ძირითად ეტაპს მოიცავს: გამწმენდებს, ტონერებსა და ესენციებს, შრატებს, დამატენიანებლებს, ნიღბებსა და მზისგან დამცავ საშუალებებს. ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს კანის მოვლის მრავალსაფეხურიანი რუტინის გამარტივებულ, სასიამოვნო და ეფექტურ გამოცდილებას.“PSP - ჩვენს ოფიციალურ პარტნიორად საქართველოში ფარმაცევტულ სექტორში მისი გამორჩეული ლიდერული პოზიციის, ქვეყნის მასშტაბით არსებული ფართო სააფთიაქო ქსელისა და ხარისხისა და მომხმარებელზე ორიენტაციის უმაღლესი სტანდარტებისადმი ერთგულების გამო შევარჩიეთ.დარწმუნებულები ვართ, რომ PSP-ს ძლიერი საბაზრო პოზიცია, მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია ჩვენს შორის წარმატებული და მდგრადი გრძელვადიანი პარტნიორობის გარანტი იქნება”, - განაცხადა ჯეონგვუ სონმა (Jeongwoo Son), Beauty of Joseon-ის ევროპის ბიზნესის ხელმძღვანელმა.„PSP, როგორც საქართველოს ფარმაციის ლიდერი ბრენდი, ქართულ საზოგადოებას სთავაზობს თანამედროვე K-Beauty-ის ტოპ ბრენდების მრავალფეროვან არჩევანს, საუკეთესო კორეული ასორტიმენტსა და მსოფლიო ბაზრის ყველაზე ტრენდულ პროდუქტებს, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი კანის საჭიროებების მიხედვით შეარჩიოს ყოველდღიური მოვლის პროდუქტები. კორეელი სტუმრების შეხვედრა ქართველ აუდიტორიასთან მიზნად ისახავდა, მომხმარებლებს უფრო ახლოს გაეცნოთ ბრენდის ისტორია, ფილოსოფია და მისი პროდუქციის ეფექტურობის საფუძვლები.Beauty of Joseon-ის ისტორია შთაგონებულია კორეის ჯოსონის დინასტიის ეპოქის სილამაზის კულტურით. ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვე ინტერპრეტაციით შექმნილი ბრენდი ტრადიციულ კორეულ ინგრედიენტებს თანამედროვე და ეფექტურ ფორმულებთან აერთიანებს.PSP საქართველოში მომხმარებელს კორეული კოსმეტიკური ბრენდების პირველი დისტრიბუტორია. 2018 წელს პირველი კორეული ბრენდი -Mizon სწორედ PSP-მ გააცნო ქართველს მომხმარებელს. დღეს PSP 10-ზე მეტი K-Beauty-ს ბრენდის ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორია და Mizon, Missha, Mizon, A'pieu, Village 11, Dermafirm, Manyo, Round Lab, COSRX და Erborian-ის ყველაზე ფართო ასორტიმენტს სთავაზობს“, - აცხადებენ PSP-ში.(R)

1793703875

ჯივიპიმ სემეკს 2022–2026 წლების ანგარიში და Aqualia-ს მმართველობის შედ...

2022 წლიდან კომპანიის მართვაში საერთაშორისო დარგობრივი ინვესტორის, Aqualia-ს შემოსვლამ საფუძველი ჩაუყარა ფუნდამენტურ საოპერაციო და სტრუქტურულ ცვლილებებს, კერძოდ:  უპრეცენდენტო ინვესტიციები: 2023–2026 წლებში კაპიტალდაბანდებამ 480 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წინა 4 წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. რეაბილიტირდა 300 კმ-ზე მეტი მაგისტრალური ქსელი, ხოლო წყალსადენისა და წყალარინების ქსელების ჯამური სიგრძე 22%-ით (1,337 კმ-ით) გაიზარდა. საოპერაციო ეფექტიანობა: წყლის დანაკარგები 29.2 მლნ მ³-ით შემცირდა, ხოლო წყლის რეალიზაცია 14.9%-ით გაიზარდა. ამასთან, ყოველ რეალიზებულ კუბურ მეტრზე ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა. პრევენციული მართვა: მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც ავარიების სიხშირე, ასევე ყოველდღიური გარდამავალი ინციდენების რაოდენობა. შრომის უსაფრთხოება და კადრები: კადრების გადინება 10%-მდე შემცირდა, ხოლო სამუშაო ადგილზე ინციდენტების სიხშირე - 89%-ით. ციფრული სერვისები: ამოქმედდა განახლებული ვებგვერდი და მომხმარებლის პირადი კაბინეტი, ხოლო 2027 წლიდან მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომი გახდება მობილური აპლიკაციაც. Aqualia-ს გრძელვადიანი სტრატეგია ინვესტიციების მაღალი ტემპის შენარჩუნებას, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და მოსახლეობისთვის უწყვეტი, მაღალი ხარისხის წყალმომარაგების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

1792591544

S&P Global Ratings-მა „საქართველოს რკინიგზის“ სარეიტინგო შეფასება გააუ...

სააგენტოს შეფასებით, „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგის ზრდა რამდენიმე სტრატეგიული ფაქტორმა განაპირობა.სარეიტინგო სააგენტო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს კომპანიის მოდერნიზაციასა და გაზრდილ გამტარუნარიანობაზე და აღნიშნავს, რომ მთავარი მაგისტრალის მასშტაბურმა ინფრასტრუქტურულმა განახლებამ კომპანიის წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა გაზარდა და ტრანზიტის დრო მნიშვნელოვნად შეამცირა.ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში სს „საქართველოს რკინიგზის” ტვირთბრუნვა 10%-ით (6.9 მლნ ტონამდე) გაიზარდა, შედეგად, შემოსავლების ზრდისა და ხარჯების ოპტიმიზაციის ფონზე, 2026 წლის პირველ ნახევარში ტვირთბრუნვა 10%-ით (6.9 მლნ ტონამდე) გაიზარდა, ხოლო 2026 წლის მოსალოდნელი საოპერაციო მოგების (EBITDA) მარჟამ კი 40%-ს მიაღწია.S&P Global Ratings-ი ასევე გამოყოფს კომპანიის ჯანსაღ ფინანსურ სტრუქტურას და აღნიშნავს, რომ სს “საქართველოს რკინიგზაში” მიმდინარე განახლებები უზრუნველყოფს ვალის ტვირთის შემცირებას. კერძოდ, ოპერაციებიდან მიღებული სახსრების (FFO) ვალთან შეფარდება 2026-2027 წლებში 16-17%-მდე გაიზრდება (2025 წლის 10%-თან შედარებით).

1792402506

სექტემბრის მდგომარეობით თელასის აბონენტთა რაოდენობა 4.2%-ით გაიზარდა

თელასის განცხადებით, აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.თელასის აბონენტთა რაოდენობა 2026 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით 2025 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4.2%-ით (33,7 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 838.1 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 750.8 ათასი  - ფიზიკური პირია, ხოლო 87.3 ათასი – იურიდიული პირი.9 თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 7,867 კმ შეადგინა, რაც 5.6%-ით (414 კმ-ით) აღემატება 2025 წლის 9 თვის მაჩვენებელს (7,453 კმ).კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა, - აცხადებენ კომპანიაში.კომპანია თელასმა 2026 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა:

1792060113