თბილისი (GBC) – 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 17.8 მლნ ლარით გაიზარდა (+10.4%) და 83.1 მლნ ლარი შეადგინა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი რეკლამა, ტრადიციულად „იმედის“ ჰოლდინგმა მიიღო. მისმა შემოსავალმა 2021 წელს 31.1 მლნ ლარი (სარეკლამო ბაზრის 37.4%) შეადგინა. მეორე ადგილზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“2 „მთავარმა არხმა“ ჩაანაცვლა 11.9 მლნ ლარი (სარეკლამო ბაზრის 14.3%) შემოსავლით.

ბოლო წლებში სარეკლამო შემოსავლის ყველაზე დიდი კლება მანამდე ლიდერ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა, რაც დროში მფლობელის შეცვლას ემთხვევა. 2018 წელთან შედარებით 2021 წელს მისი სარეკლამო შემოსავალი 19.3 მლნ ლარით შემცირდა (63.4%) და 11.1 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო 2020 წელთან შედარებით 1.7 მლნ ლარით შემცირდა (13.1%)

ამასთან, კერძო ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 1.3 მლნ ლარით გაიზარდა (1%) და 139.8 მლნ ლარი შეადგინა. 2021 წელს კერძო ტელევიზიებიდან ჯამური შემოსავლების მხრივ პირველი ადგილი „ფორმულას“ ეჭირა 37.5 მლნ ლარით, რომელშიც 31.6 მლნ ლარი „არასამაუწყებლო შემოსავალია“, რაც მფლობელისგან, დავით კეზერაშვილისგან სესხის სახით აღებული თანხაა.

5 ყველაზე შემოსავლიანი ტელევიზიიდან 2020 წელს არც ერთს არ ჰქონია მოგება. ყველზე დიდი ზარალი, 74.5 მლნ ლარი, ტელეკომპანია „იმედმა“ განიცადა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი 2021 წელს 2.4 მლნ ლარი იყო. ეს 1.4 მლნ ლარით მეტია 2020 წელთან წელთან შედარებით.