ნადარეიშვილი: „იგლ ჰილსის" პროექტში სახელმწიფოს თანხმობის გარეშე გადაწ...
„ვფიქრობ, ასეთი მოდელი,
სადაც სახელმწიფო არის
პროექტის პარტნიორი,
ძალიან საინტერესო
შეიძლება იყოს მომავალშიც
სხვადასხვა, მათ შორის,
ინფრასტრუქტურული და
ენერგეტიკული
პროექტებისთვის, სადაც
ინვესტორისთვის ძალიან
მნიშვნელოვანია
სახელმწიფოს უშუალო
მონაწილეობა - ეს
ადგმევინებს მას გარკვეულ
ნაბიჯებს", - აღნიშნა
ნადარეიშვილმა.პროექტებში
სახელმწიფოს პასიური
პარტნიორობის წარმატებულ
მაგალითად მინისტრის
მოადგილემ დაასახელა
დაახლოებით ორი წლის წინ
საქართველოში
შემოყვანილი, რეგიონში
პირველი ვენჩურული
კაპიტალის საინვესტიციო
ფონდი, რაც მანამდე საკმაოდ
რთული და წარმოუდგენელი
იყო.ირაკლი ნადარეიშვილის
განცხადებით, ამ პროექტშიც
მონაწილეობს სახელმწიფო,
როგორც პასიური ინვესტორი
და მისმა მონაწილეობამ
განაპირობა სწორედ ის, რომ
დანარჩენი ინვესტორები
არიან სრულად კერძო
სექტორიდან, მათ შორის,
მაღალი კლასის
საერთაშორისო საფინანსო
ინსტიტუტები და რაც
მთავარია, ამერიკული
აქტივების მმართველი,
რომელიც ტოპ-ხუთეულში
შედის.„აქედან
გამომდინარე, ნებისმიერი
სპეკულაცია იმაზე, რომ
სახელმწიფო შევიდა
ბიზნესში და ასე შემდეგ,
არის ნამდვილად ღიმილის
მომგვრელი. „იგლ ჰილსის"
შემთხვევაშიც, ბიზნესის
მართვას, რა თქმა უნდა,
განახორციელებს თავად
კომპანია, ეს მათი
პრეროგატივაა და მათი
ცოდნის საფუძველი, თუმცა,
სახელმწიფო წარმოდგენილი
იქნება ყველა დონეზე -
მაგალითად, სამეთვალყურეო
საბჭოში, მმართველობითი
მენეჯმენტის რგოლში,
მაგრამ პასიური ფორმით.
ამავე დროს, ჩვენ
უზრუნველვყავით ისიც, რომ
არის მთელი რიგი საკითხები,
სადაც გადაწყვეტილება
მიიღება კონსენსუსით ანუ
სახელმწიფოს თანხმობის
გარეშე გარკვეული
გადაწყვეტილებები არ
იქნება მიღებული", - აღნიშნა
ნადარეიშვილმა.ნადარეიშვილის
განცხადებით, EAGLE HILLS-თან
გაფორმებული შეთანხმება
სწორედ ინვესტორის
მოთხოვნით გახდა
კონფიდენციალური.„უფრო
მეტად იმის ახსნა
გამიჭირდებოდა, ასეთი
ტიპის ხელშეკრულება
საჯარო რომ ყოფილიყო,
რადგან მსგავსი
პრეცედენტი უბრალოდ არ
არსებობს. ეს არის
კომერციული ხელშეკრულება,
რომლის გასაჯაროების
ინტერესი ვერანაირად ვერ
ექნება „იგლ ჰილსს",
რომელიც, როგორც ვიცით,
არაერთ ქვეყანაში
ოპერირებს," - აღნიშნა
მინისტრის
მოადგილემ.ამასთან, ირაკლი
ნადარეიშვილის
ინფორმაციით, მსგავსი
შეთანხმებების პირობები
ვერ იქნება შაბლონური და
სტანდარტული, პირიქით, არის
უნიკალური და შედეგი იმ
მოლაპარაკებებისა,
რომლებიც პარტნიორებს
შორის ხდება ნებისმიერი
კომერციული
შეთანხმებისას.„ეს არის
„იგლ ჰილსის" მოთხოვნა.
საქართველოს
კანონმდებლობა
ითვალისწინებს ასეთი
მოთხოვნის დაკმაყოფილების
შესაძლებლობას და რა თქმა
უნდა, იქნა კიდეც
დაკმაყოფილებული, თუმცა
შეთანხმების ძალიან ბევრი
დეტალი დღეს არის საჯარო,
მათ შორის,
პრემიერ-მინისტრმა ძალიან
ბევრ კითხვას უპასუხა იმ
დეტალებითა და
კონკრეტიკით, რომელიც ამ
ხელშეკრულების ნაწილს
წარმოადგენს", - აღნიშნა
მან.„ქართული ოცნებამ“ EAGLE
HILLS-თან გაფორმებული
„საინვესტიციო
ხელშეკრულება“ და
„აქციონერთა შეთანხმება“
კომერციულ საიდუმლოებად
მიიჩნია, რაც იმას ნიშნავს,
რომ უძრავი ქონების
სექტორში $6.6-მილიარდიანი
პროექტის ინვესტორთან
დადებული საინვესტიციო
პირობების დეტალები
საჯარო არ იქნება.კერძოდ,
მთავრობის 2025 წლის 22
ოქტომბრით დათარიღებულ
განკარგულებაში, რომელსაც
ირაკლი კობახიძე აწერს
ხელს, აღნიშნულია, რომ
„საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის
27/2 მუხლის შესაბამისად,
„საინვესტიციო
ხელშეკრულება“ და
„აქციონერთა შეთანხმება“,
ასევე მათი თანმხლები
დოკუმენტაცია მიჩნეულ
იქნეს კომერციულ
საიდუმლოებად.როგორც
მთავრობის
განკარგულებიდან ირკვევა,
„ქართული ოცნების“
მთავრობამ არაბთა
გაერთიანებული
საამიროების დეველოპერულ
და საინვესტიციო
კომპანიებს: „EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS
LIMITED-ს“, „JAONA INVESTMENT LLC-ს“, შპს „იგლ
ჰილს საქართველოსა“ და
საქართველოს მთავრობას
შორის გასაფორმებელი
„საინვესტიციო
ხელშეკრულება“ და
„აქციონერთა შეთანხმება“
მოიწონა.