თბილისი (GBC) - პაშა ბანკი შაჰინ მამედოვი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნაზე აცხადებს. 

 შაჰინ მამედოვმა შეცვალა როვშან ალაჰვერდიევი, რომლის გათავისუფლების გადაწყვეტილება აქციონერებმა რიგგარეშე კრებაზე მიიღეს. 

მამედოვი 2018 წლიდან ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. საბჭოს ასევე შეუერთდა პარვინ აჰადზადე, საბანკო და საფინანსო სექტორში 20 წელზე მეტი გამოცდილებით.

მანამდე, აგვისტოში, ცვლილებები დირექტორთა საბჭოს შევიდა. პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და გენერალური დირექტორის პოზიცია პუნჰან ნარიმანოვმა დაიკავა. 

ბანკი, აზერბაიჯანული კაპიტალით, 13 წელია ბაზარზეა. ბოლო 3 წელია კორპორაციულ სეგმენტზე ფოკუსირდა. აქვს 'B/B' რეიტინგი, სტაბილური პერსპექტივით