თბილისი (GBC) – საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოცხადებულ 41.1მლნ ლარიან ელექტრონულ ტენდერში კომპანია ,,თბილი სახლი’’ ერთადერთი კანდიდატია.

ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა და თბილი სახლის შეთავაზება 39.9მლნ ლარია.

ტენდერი გულისხმობს თბილისში ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი შენობის ელექტრომექანიკური სისტემების საინჟინრო სამუშაოების (II ეტაპი - გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალმომარაგება-კანალიზაციის, წყალარინებისა და ელექტრომომარაგება-სუსტი დენების სისტემები, ლიფტების მიწოდება-მონტაჟი) სახელმწიფო შესყიდვას. 

 

ყველა სახის შესრულებულ სამუშაოზე სწორი ექსპლუატაციის პირობებში საგარანტიო ვადაა განისაზღვრება ობიექტის ჩაბარებიდან 1 წლით, ხოლო მოწყობილობებზე და დანადგარებზე მინიმუმ 3  წელს ვადით.

პრეტენდენტს 2017 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ყოველწლიურად შესრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 მლნ ლარის ღირებულების ანალოგიური სამუშაოები.

კომპანია ,,თბილი სახლი’’ დაარსდა 2001 წელს. ტენდერების მონიტორის მიხედვით კომპანიის მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 37.2მლნ ლარს შეადგინს. ხოლო გამარტივებული შესყიდვებოს საერთო ღირებულება 3.2მლნ ლარის.

კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა ასე გამოიყურება:

რუდოლფ ნაზაროვი 40%.

მარი კურტანიძე 5%.

მალხაზ კურტანიძე 55%.