თბილისი (GBC) – „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობები და ტერიტორია ვისოლი ჯგუფის დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ იყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ელექტრონულ აუქციონზე, რომელიც 1–ელ სექტემბერს მერვედ გამოცხადდა, ობიექტის საწყისი ფასი 65 მლნ ლარს შეადგენდა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ შენობაში გადადის, რომელიც პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდა. შენობის რემონტი და აღჭურვა დასკვნით ეტაპზეა.