თბილისიო (GBC) - ბანკები აღარ გადადიან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე,

მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას და ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდება", -  ირაკლი ღარიბაშვილის არგუმენტით იმიტ9მ, რომ ისედაც მაღალი მოგება აქვთ.

"2 მლრდ იქნება ბანკების სუფთა მოგება წლის ბოლომდე. გარდა ამისა, მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან", -  ღარიბაშვილმა სექტორის IFRC ანგარიშგებაზე გადასვლაც დაანონსა.

"რა თქმა უნდა, ვაფასებთ ბანკების როლს ეკონომიკის ზრდაში. უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ გვაქვს ძალიან განვითარებული საბანკო სისტემა, ორი მსხვილი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ჩვენ, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ მათ ხელშეწყობას, მაგრამ ეს არის მცირედი კორექტივები, რომელიც ჩვენ შევიტანეთ კანონმდებლობაში”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 "ესტონური მოდელი" ბიზნესისთვის  2018 წელს ამოქმედდა და საფინანსო სექტორი 2023 წლიდან  უნდა შეერთებოდა.