თბილისი (GBC) – სების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში , საფინანსო ინსტიტუტები ჯამში 7 971 300 000 ლარის ფასიან ქაღალდებს ფლობენ, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 1,73%-ით არის გაზრდილი. 

საქართველოს ეროვნული ბანკის წილი სახაზინო ვალდებულებების მფლობელთა სტრუქტურაში 2 388 600 000 ლარია და წინა წლის მონაცემებთან შედარებით დაახლოებით 23%-ით არის გაზრდილი. წინა თვესთან შედარებით კი ცვლილება არ ფიქსირდება.

საქართველოს კომერციული ბანკები, ჯამში ფინანსთა სამინისტრო 4 328 800 000 ლარის ფასიან ქაღალდებს ფლობენ, რაც 2022 წლის ნოემბერთან შედარებით 13%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 1,7%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს რეზიდენტების მფლობელობაში არსებული სახაზინო ფასიანი ქაღალდები, წინა წელთან შედარებით  ორჯერ და მეტად გაიზარდა  (+104%) და 1 019 900 000 ლარს შეადგენს. მონაცემები, წინა თვის მაჩვენებლებთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი.

სახაზინო ობლიგაციების მფლობელთა სტრუქტურაში, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 9%-ით შემცირდა არარეზიდენტი კლიენტების ხელთ არსებული ფასიანი ქაღალდები და ამჟამად 234 000 000 ლარის ფასიან ქაღალდებს ფლობენ.