თბილისი (GBC) - ციფრული ბანკის ჰეშის ლიცენზირების მიზანშეუწონლობაზე, რომან გოცირიის შენიშვნის საპასუხოდ ნათია თურნავამ, როგორც თავად აღნიშნა,მთელი პასუხომგებლობით განაცხადა, რომ ლიცენზია ყველა რისკის გავლით გაიცა. 

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ  ჰეშის დამფუძნებლის ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის პარტნიორი პირი  ევროპის სხვა ქვეყნებშიც მოღვაწეობს. ის სანქცირებულთა სიაში არ არის. 

ამასთან მისივე განმარტებით, ფიცრული ბანკის მოდელი ითვალისწინებს 6 თვიან სატესტო რეჟიმს, რა რეჟიმშიც არის ახლა ახლადლიცენზირებული ჰეში.

თურნავას თქმით, ჰეში ბაზრის სხვა სუბიექტებთან ერთად  მკაცრი ზედამხედველობის ქვეშაა, რაც რისკების შესაძლო მატერიალიზებისას დეპოზიტარების დაცულობას უზრუნველყოფს. 

რომან გოცირიძემ რისკები დაინახა იმაში, რომ პაპაშვილის პარტნიორი არის დირექტორი უკრაინის კრიპტობირჟის, რომლის დამფუძნებლები რუსეთს აფარებენ თავს. ამასთან სხვადასხვა წყაროებში იძებნება ინფორმაცია, რომ ით კრიპტობირჟა რუს დეპუტატებს აფინანსებდა.