თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, გასული წლის მეოთხე კვარტალში 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1.3 მლნ შეადგინა. ეს მონაცემი 8%-ით ნაკლებია წინა წლის მეოთხე კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელზე (2021/Q4: 1.4 მლნ).

მეოთხე კვარტალში, ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობით თბილისი ლიდერობს. თბილისში ვიზიტების 25.7% განხორციელდა, რაც რაოდენობრივ გამოსახულებაში 337.7 ათასი ვიზიტორია (+7% Y.Y).

მეორე ადგილზეა იმერეთი 225.4 ათასი ვიზიტორით, რაც მთლიანი ვიზიტების 17.1%-ია (+1% Y.Y).

მესამეზეა კახეთი 130.8 ათასი ვიზიტორით, რაც ვიზიტების 9.9%-ია (+21.8% Y.Y).

მეოთხეზეა აჭარა 126 ათასი ვიზიტორით, რაც ვიზიტების  9.5%-ია (-17% Y.Y).

მეხუთეზეა ქვემო ქართლი 103.4 ათასი ვიზიტორით, რაც ვიზიტების 7.6%-ია (-12.7% Y.Y).