თბილისი(GBC) - ევროზონაში, სექტემბრის ინფლაციამ 10% შეადგინა. 

Bloomberg-ის განცხადებით ეკონომისტები ინფლაციის ნიშნულს 9.7%-ს ვარაუდობდნენ.

გამოცემა წერს,რომ აღნიშნული ინფლაციის ნიშნული სტიმულია ევროპის ცენტრალური ბანკისთვის, რათა კიდევ  გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი.

ევროსტატის ინფორმაციით აღნიშნული ინფლაციის ნიშნული 19 ქვეყნის საშუალო ინფლაციური ნიშნულია.

სექტემბერში ევროზონაში ენერგიაზე ფასი 41%-ით არის გაზრდილი.