თბილისი (GBC) – რუსეთის უმდიდრესმა მეწარმეებმა წლის განმავლობაში ჯამში $93,616 მლრდ დაკარგეს. ამის შესახებ Bloomberg Billionaires Index–ის (BBI) რეიტინგშია ნათქვამი.

3 ოქტომბრის მდგომარეობით რეიტინგში რუსეთის 27 მოქალაქე შედის, რომელთა კაპიტალის ჯამური მოცულობა $299,34 მლრდ–ს შეადგენს. მათ შორის ყველაზე მდიდარია ნორნიკელის მფლობელი ვლადიმირ პოტანინი: წლის დასაწყისიდან მისი ქონება $2,17 მლრდ–ით შემცირდა $28,7 მლრდ–მდე. ყველაზე მეტი იზარალა რენოვას მფლობელმა ვიკტორ ვეკსელბერგმა – მისი ქონება $7,24 მლრდ–მდე შემცირდა.

Forbes–მა სექტემბრის ბოლოს განაახლა უმდიდრესი ამერიკელების რეიტინგი. ტოპ–400–ში პირველ ადგილზე ილონ მასკია $251 მლრდ–ით. მეწარმემ პირველი ადგილი Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს წაართვა, რომელიც ზედიზედ 4 წლის განმავლობაში ლიდერობდა რეიტინგში.