თბილისი (GBC) - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ავტომომსახურების სექტორში, შპს ,,ტოიოტა ცენტრი თბილისთან'' პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა.
GCCA-ს და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმებით მოვაჭრეს დაევალა:
- გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
- შეიმუშაოს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმა ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად;
- უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტში განთავსებულ საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი ფასისა და ერთეულის ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება;
- მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საგარანტიო პირობები...
GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა - სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტოსთან გაფორმებული პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც კომპანიას ევალება თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს.