თბილისი (GBC) - მსოფლიო ბანკის დონაციით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“  10.2 მილიონი ლარის ღირებულების შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას აცხადებს. პროცედურა გულისხმობს: მონაცემთა ტრანსპორტირების ქსელის მონტაჟი MPLS (ნიშნულების მიხედვით მრავალპროტოკოლური კომუტაცია) ტექნოლოგიების მეშვეობით.

სატენდერო წინადადებების მიღება 22 მაისს დასრულდა და ამჟამად შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

ელ. პროცედურაში წინადადება ორმა კომპანიამ წარადგინა. ესენია: „იუჯითი“ – 10.2 მლნ ლარი და „ჯი-თი გრუპ“ – 10.18 მლნ ლარი.

ვინაიდან „ჯი-თი გრუპმა“ 20 000 ლარით დაბალი შეთავაზება გააკეთა, ის პროცედურაში ფავორიტია.

„ჯი-თი გრუპმა“ მიმდინარე თვეში არაერთი მსხვილ ტენდერში დაწინაურდა. მაგალითად:

 „თბილსერვის ჯგუფი“ მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების შეძენის 10 მილიონიანი ტენდერი;

18 მეტრიანი ავტობუსების 58 მილიონ ლარიანი ტენდერი;  და სხვ.

„ჯი-თი გრუპ“ დაარსებულია 2005 წელს. ტენდერების მონიტორის ინფორმაციით, მას 171 ტენდერში აქვს გამარჯვება მოპოვებული. მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება კი 187.7 მლნ ლარია.

კომპანია ფლობს რამდენიმე შვილობილ კომპანიას:

1. GT- Motors ltd - მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და სერვისი;

2. Kolkhi Group ltd - სამშენებლო მასალების იმპორტი;

3. Europroduct ltd - საკვები პროდუქტების იმპორტი და სუპერმარკეტების ქსელი (50% წილი);

4. GT Enologica - ღვინის დანადგარების იმპორტი (51% წილი).

კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა შემდეგია:

გიორგი თავდიშვილი 33%;

გიორგი გველესიანი 34%;

თემურ უსტიაშვილი 33%.