თბილისი (GBC) – საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის 89 მილიონ ლარიან ტენდერს „ამხანაგობა ბემონი-იეო“ ლიდერობს. ტენდერი გულისხმობს 500/110/35/10 კვ. ქვესადგური „იდლიანის“ პროექტირება-მშენებლობას. პროექტის პერიოდი 2023-2025 წლამდეა. ქვესადგური ხუდონჰესის პოტენციური კაშხლის ადგილიდან 500 მეტრით იქნება დაშორებული

ტენდერში წინადადებების მიღება 23 ივნისს დასრულდა და ამჟამად შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.  „ამხანაგობა ბემონი-იეო“ კი ერთადერთი კანდიდატია.

პროექტის თანახმად, სვანეთის რეგიონში დაგეგმილია დაახლოებით 200 მგვტ ჯამური სიმძლავრის მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობა. აღნიშნულ რეგიონში არსებულ ქსელს არ შეუძლია ამ სიმძლავრის გამოტანა და გადამცემ ქსელში ტრანსპორტირება, ამიტომ ჰიდროსადგურების განვითარების მხარდაჭერისთვის და მათი სიმძლავრის ქსელში ევაკუაციისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გეგმავს 500/110/35/10 კვ ქვესადგურის მშენებლობას. აღნიშნული ქვესადგურის მშენებლობით ხელი შეეწყობა შიდა განახლებადი ენერგიის განვითარებას საქართველოს ელექტროსისტემაში, რომელიც თავის მხრივ მონაწილეობას მიიღებს გენერაციის ადეკვატურობაში და გარკვეულწილად იმოქმედებს ელექტროენერგიის ან გაზის იმპორტის შემცირებაზე.

ხუდონჰესის (700 მგვტ) პოტენციური წყალსაცავი იქნება დაახლოებით 500 მეტრ მანძილზე 500/110/35/10 (267- 300 მგვ) ქვესადგურიდან. ხუდონი ჰესის მშენებლობა დაგეგმილია საშუალო ვადიან პერსპექტივაში (დაახლოებით 10 წელი დღევანდელი დღიდან), ხოლო რეგიონში თავმოყრილი მცირე და საშუალო ჰესები კი გაცილებით სწრაფად შენდება და ელოდებიან სიმძლავრის გამოტანის შესაძლებლობებს. არის გარკვეული გამოწვევები თავისუფალი ადგილის კუთხით თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონის წლიური ჰიდროლოგია კარგია. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ქვესადგური იქნება ბოლო 500 კვ ქვესადგური საქართველო-რუსეთის საზღვრამდე, ამიტომ საჭიროა ქვესადგურში გათვალისწინებული იყოს რეაქტორიც ძაბვის კონტროლისთვის, აგრეთვე გასათვალისწინებელია SPS და სარელეო დაცვის სქემები.

პროექტის დანარჩენი დეტალები იხილეთ ბმულზე.

„ამხანაგობა ბემონი-იეო“ ორი კომპანიის გაერთიანებაა:

პირველი კომპანია შპს „ბემონი ინჟინერია და მშენებლობა“ დაფუძნებულია 2016 წელს. მისი 100% წილის მფლობელი გიორგი მირცხულავაა.

მეორე კომანია „YEO Teknoloji Enerji be Endustri A.S“ აროს, მისი გენერალური კოორდინატირი კი ფურქან აშიქი არის.