თბილისი (GBC) - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ 1 და 2 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთ საქართველოს ჩრდილო მთიან რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.

სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალოა.