თბილისი (GBC) – „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ლეხურა-სვენეთის“ (700 მმ) 20,5 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ტენდერი ხელმეორედ აუქციონზე გამოაქვს.
ტენდერის ღირებულება 10 მლნ ლარია. აღნიშნული ტენდერი კორპორაციას მეორედ გამოაქვს. პირველად ტენდერში წინადადებების მიღება 27 ივნისს დასრულდა და 6 მლნ ლარის ღირებულების იყო.
ტენდერში ამხანაგობა "Energony Pipeline"- შერჩევა/შეფასების ეტაპზე იყო. თუმცა ამჟამად ტენდერის ღირებულება 10 მლნ ლარამდე გაიზარდა.
ამჟამად ტენდერში წინადადებების მიღება 15 აგვისტოს სრულდება.
დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები უნდა შესრულდეს ხელშეკრულების დადებიდან 300 კალენდარული დღის განმავლობაში. შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადად განსაზღვრულია 5 წელი.
ტენდერის მოთხოვნების მიხედვით. პრეტენდენტს (ქვეკონტრაქტორის გარეშე), უნდა ჰქონდეს ფოლადის მაგისტრალური ნავთობსადენის/გაზსადენის მშენებლობის გამოცდილება(უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში).
ნავთობისა და გაზის კორპორაციის დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ტენდერის მეორედ, განახლებული ფასით გამოტანა გამოიწვია, ბაზრის კვლევის შედეგად მიღებულმა არასწორმა ღირებულებამ.
ბაზრის კვლევის შედეგად, 6 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი 10 მლნ ლარამდე გაიზარდა.
