თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 1Q26-თან შედარებით 8.1%-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 7.6%-იანი კლებით, რამაც -4 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

2Q25-თან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.8%-ით.

ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 15.5%-იანი მატებით, რაც 8.58 პ.პ.-ით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 1.3%-ით გაიზარდა, ხოლო ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 12.1%-ით შემცირდა, რამაც, შესაბამისად, 0.36 და -3.09 პ.პ.შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.