თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2Q26-ში საქართველოში 116 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 19.8% მდებარეობდა კახეთის რეგიონში, 19% – იმერეთის რეგიონში, 17.2% – შიდა ქართლის რეგიონში, 13.8% – ქვემო ქართლის რეგიონში, 8.6% – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7.8% – მცხეთა მთიანეთის რეგიონში, ხოლო 13.8% სხვა რეგიონებში იყო განთავსებული.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2Q26-ში სასაკლაოებში დაიკლა 128.1 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 27.3% – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 65.6% – ღორი, ხოლო 4.1% ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 3%-ს შეადგენდა. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 942.1 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
სასაკლაოების მიერ 2Q26-ში 14.3 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 31.9% მოდიოდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 25% – ფრინველის ხორცზე, 42.5% – ღორის ხორცზე, 0.6% – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი ეკავა.
საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 7.8 ათას პირს, საიდანაც 48.8% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 1 076 კაცი შეადგინა.
ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შემდეგნაირი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 47 ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 36.7 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 16.4 ლარი.
2Q26-ში საქართველოში 302 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (51.7%) შიდა ქართლის რეგიონში იყო განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებული იყო თბილისში (13.9%), აჭარის ა.რ.-ში (8.3%), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (7%), იმერეთის რეგიონში (6%), ქვემო ქართლის რეგიონში (4.3%), კახეთის რეგიონში (3.3%), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (2.6%), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1.7%), გურიის რეგიონში (1%) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (0.3%).
2Q26-ში მომსახურება გაეწია 361 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით 863 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 698 კაცით განისაზღვრა.
2Q26-ის განმავლობაში სამაცივრეებში სულ შენახული (განთავსებული) იყო 119.4 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 29.3% – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 25.4% – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 20.2% – თევზეული, 9.6% – ხილი და ბოსტნეული, 12.2% – რძის პროდუქტები და 3.3% – სხვა პროდუქტები.
2Q26-ში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 22.1%-ს – საკუთარი წარმოების, 21.7%-ს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 56.1%-ს მომსახურების სახით შენახული პროდუქცია შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა ₾7.8 მლნ შეადგინა.
2Q26-ში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულ იქნა ₾302 მლნ-ის ღირებულების პროდუქცია (32.1 ათასი ტონა), საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 35.3%, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 19.1%, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 45.7%.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 66.4% მოდიოდა ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით). ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი რძის პროდუქტებზე (40%), ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (22.5%), ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (13.5%) და თევზეულზე (7.8%) მოდიოდა.
საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ ₾3.8 მლნ შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 1.2%-ს შეადგენდა. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულ იქნა ხილი და ბოსტნეული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 48.6%-ს, მაისში – 45.7%-ს, ხოლო ივნისში – 52.3%-ს.
2Q26-ის განმავლობაში მომსახურება გაეწია 24 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 49 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 381 კაცით განისაზღვრა.
2Q26-ში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 116.1 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 55.1%-ს წარმოადგენდა ხორბალი და 21.4%-ს სოიოს შროტი.
საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 69.6%-ს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.
2Q26-ში, ელევატორების მიერ გაყიდულ იქნა ₾70.3 მლნ-ის ღირებულების 69.4 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 44.1% იყო იმპორტირებული პროდუქცია, ხოლო 47% – ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) პროდუქცია.
ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 76.9%.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 43.8%-ს, მაისში – 48.6%-ს, ხოლო ივნისში – 51.5%-ს.
