თბილისი (GBC) - საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2Q26-ის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 5.4%-ით შემცირდა და 820.8 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 380.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 6.2%-ით ჩამორჩება.

ღორის რაოდენობა 171.9 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 5.5%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.8%-ით შემცირდა და 10.6 მილიონი ფრთა შეადგინა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2Q26-ში რძის წარმოებამ 168.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8.9%-ით ნაკლებია.

ხორცის წარმოებამ 18.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 12.1%-ით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 178.2 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.8%-ით ნაკლებია.