თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2Q26-ში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პ.პ.-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა.
2Q26-ში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.8 პ.პ.-ით შემცირდა და 53.3%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 0.4 პ.პ.-ით შემცირდა და 46% შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.8 პ.პ.-ითაა შემცირებული, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.7 პ.პ.-ით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პ.პ.-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.4 პ.პ.-ით და შესაბამისად 46.7%-ს და 45%-ს შეადგენს.
2Q26-ში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში უცვლელი დარჩა და 69% შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2Q26-ში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.7 პ.პ.-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.3 პ.პ.-ით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2Q26-ში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.9 პ.პ.-ით, ხოლო კაცებში - 0.2 პ.პ.-ით და შესაბამისად 11.3%-ს და 15.7%-ს შეადგენს.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2Q26-ში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 42.2%-ს, ხოლო კაცებში 66.3%-ს შეადგენს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 1.5 პ.პ.-ით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პ.პ.-ით.
2Q26-ში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში შემცირებულია 0.9 პ.პ.-ით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.2 პ.პ.-ით.
