თბილისი (GBC) – ფინანსური ანგარიშის მიხედვით 2021 წელს, პანდემიის წელთან შედარებით (2020) მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ შემოსავალი 44.6%-ით გაიზარდა და 592.7 მლნ ლარი შეადგინა.

ამ პერიოდში კომპანიის რეალიზებული საქონლის თვითღირებულება 47.6%-ით 485.6 მლნ ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, კომპანიის საერთო მოგებამ 107.1 მლნ ლარი შეადგინა.  ამ მონაცემებით ჩანს, რომ  2021 წლის განმავლობაში კომპანია „ორი ნაბიჯის“ საშუალო მოგების მარჟა 18.1% იყო.

აღნიშნული მაჩვენებლით ჩანს, რომ კარფურთან და ნიკორასთან შედარებით ორი ნაბიჯის მოგების მარჟა გაცილებით დაბალია (იხილეთ ცხრილი).

„ორი ნაბიჯის“ აქტივები 2021 წელს  29.6%-ით 211.7 მლნ ლარამდე გაეზარდა. კომპანიის კაპიტალი კი დაგროვილი ზარალის გამო 4.8 მლნ ლარიან ზარალშია.

შპს „ორი ნაბიჯი“ 2009 წელს დაარსდა. 2021 წლის ბოლოს კომპანიაში დასაქმებული იყო 3200-მდე თანამშრომელი, რომლებზეც გაცემულმა ხელფასებმა წლის განმავლობაში  32  მლნ ლარამდე შეადგინა (1 თანამშრომელზე საშუალოდ თვეში 830 ლარი).

კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა შემდეგია:  გოჩა ცქიტიშვილი 33.34%; გიორგი ჩხეიძე 33.3%; კახი ბექაური 33.3% (კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი).

შპს „ორი ნაბიჯი“

2021

2020

%

შემოსავალი

592.7

409.9

44.6

თვითღირებულება

(485.6)

(328.9)

47.6

საერთო მოგება

107.1

81

32.2

აქტივები

211.7

163.3

29.6

კაპიტალი

(4.8)

1.04

-561

თანხა მლნ (₾)

 

 

 

 

სასურსათო მაღაზიები

2021 წლის მოგების მარჟა

კარფური

20.6%

ნიკორა

29.2%

ორი ნაბიჯი

18.1%