თბილისი (GBC) - 2026 წლის იანვარ-სექტემბერში კომპანია თელასმა 2.889 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 2.4% (67 მილიონი კვტ/სთ-ით) აღემატება 2025 წლის იანვარ-სექტემბერში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას.

თელასის განცხადებით, აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.

თელასის აბონენტთა რაოდენობა 2026 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით 2025 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4.2%-ით (33,7 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 838.1 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 750.8 ათასი  - ფიზიკური პირია, ხოლო 87.3 ათასი – იურიდიული პირი.

9 თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 7,867 კმ შეადგინა, რაც 5.6%-ით (414 კმ-ით) აღემატება 2025 წლის 9 თვის მაჩვენებელს (7,453 კმ).

კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა, - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია თელასმა 2026 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა:

მაჩვენებელი

2026 წლის  

9 თვე

2025 წლის

 9 თვე

+/- 

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

7 867

7 453

+5,6%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლრდ კვტ/სთ

2,889

2,822

+2,4%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას

838,1

804,4

+4,2%