თბილისი (GBC) - საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 9%-ით განისაზღვრა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.