თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $4.44 მლრდ შეადგინა, რაც 6.7%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.3%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1%-ით გაიზარდა და $2.01 მლრდ-ს გაუტოლდა.

ამასთან, 2025  წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.1% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან:

  • რუსეთი ($450.1 მლნ)
  • თურქეთი ($185.6 მლნ)
  • ჩინეთი ($177.9 მლნ)

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი $239.1 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.9%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, $164.9 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები $142.1 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1%).