თბილისი (GBC) - საქსტატს მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $16.25 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8%-ით მეტია. აქედან ექსპორტი $4.44 მლრდ-ს შეადგენს (გაიზარდა 6.7%-ით), ხოლო იმპორტი $11.8 მლრდ-ს (გაიზარდა 9.7%-ით). 

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში, $7.35 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.3%-ია.

2025 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • ყირგიზეთი ($943.1 მლნ)
  • ყაზახეთი ($572.9 მლნ)
  • რუსეთი ($480.7 მლნ)

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის:

  • აშშ ($1.8 მლრდ)
  • თურქეთი ($1.7 მლრდ)
  • ჩინეთი ($1.22 მლრდ)

2025 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:

  • თურქეთი ($1.98 მლრდ)
  • აშშ ($1.86 მლრდ)
  • რუსეთი ($1.705.5 მლრდ)

2025 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $1.7 მლრდ-ით, რაც მთელი ექსპორტის 38.9 %-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $239.1 მლნ-ით (მთლიანი ექსპორტის 5.4%), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა $172 მლნ-ით (3.9%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $2.4 მლრდ და მთელი იმპორტის 20.5% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $846.1 მლნ-ით (იმპორტის 7.2%), ხოლო მესამე ადგილზეა სურათები, ნახატები და პასტელები (ხელით შესრულებული) $481.4  მლნ-ით (იმპორტის 4.1%).