თბილისი (GBC) - საქართველოს საპენსიო ფონდის სტატისტიკური მონაცემებით, 31 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 667 000 მოქალაქეს შეადგენს. 

ამასთან, ფონდის ინფორმაციით, 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 22 843-მა ადამიანმა, მათზე პენსიის სახით გაიცა ₾100.3 მლნ.

საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს ₾7.4 მლრდ-ს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა ₾1.9 მლრდ-ს გადააჭარბა.