თბილისი (GBC) – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი" კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა.

კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 300 ფლაკონი სამედიცინო/კოსმეტიკური დანიშნულებისთვის განკუთვნილი საინექციო პრეპარატი გამოავლინეს. 

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 81 000 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.