თბილისი (GBC) - საერთაშორისო ბირჟაზე ქართული ბანკების, ქვეყანაში კი ეროვნული ვალუტის გაუარესებული პოზიციები, მეტ მასშტაბს შეიძენს, რადგან ქართული ეკონომიკა თანდათან ნდობას კარგავს, - ექსპრემიერი გიორგი გახარია "ფორმულაზე"არაკეთილსაიმედო პროგნოზს აკეთებს და პასუხისმგებლობას მთლიანად ქვეყნის ხელისუფლებას აკისრებს.
რომელმაც ქვეყანაში გახსნა ფრონტი ავტორიტარულ რეჟიმსა და დემოკრატიას შორის. რომელიც სასტიკად უსწორდება ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოსულ მშვიდობიან მოქალაქეებს; რომელიც არ ინდობს ახალგაზრდებს.
ხელისუფლება, რომელიც კონსპირაციის სულელური თეორიებით აიგნორებს საერთაშორისო ინტიტუტებს, რაც უმძიმესია ბაზრისთვის, რადგან გადაცემის ეფექტი იქნება ძალიან სწრაფი. ეს კონვერტირდება გაძვირებულ რესურსებში, ქვეყნის საფინანსო სექტორისთვის.
აღნიშნა, რომ ბაზარი მოვლენების ადეკვატურად იქცევა, ხედავს საერთაშორისო პარტნიორების ქცევას და აფასებს რისკებს.
გახარია კუმულატიურ ეფექტებზე მიანიშნებს. რამდენიმეა ერთად:
1) მესიჯი მაკროეკონომიკურ დისბალანსზე, რასაც ბაზარი იღებს, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭებით;
2) სანქციებთან არ შეერთების ეფექტი, უკვე გადათარგმნილი შედეგებში;
3) პოლიტიკური ტურბულენტობა, რომელშიც შევდივართ.
მიაჩნია, რომ ეფექტების კრებულის გადაცემა ეკონომიკაზე იქნება ძალიან მძიმე. მისი თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს არც გასული მოვლენები გამორჩენიათ. როგორ აირჩიეს სებ-ის პრეზიდენტი; როგორ მოქმედებდა რეგულატორი სანქცირებული ფარცხალაძის საქმეზე. როგორი იყო, ოფშორულ კანონზე, საპარლამენტო და ივანიშვილის მილიარდების დაცვაზე, სამთავრობო ხელისუფლების რეაგირება.
მისი თქმით, ეკონომიკური ინსტიტუტების და პოტენციური ინვესტორების თვალში საცემი იყო კერძო სექტორის პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც ბიზნესმენებს გააკეთებინეს.
გახარიამ, კუმულატიური ეფექტის ამ, მე-4 მდგენელის არანაკლებ სიმძიმეზე აღნიშნა. როგორც მან თქვა, შედის ბიზნესმენების მდგომარეობაში, მაგრამ დგება მომენტი, როცა ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენო ყველაზე წინ.
"რუსული კანონის" წინააღმდეგ მანიფესტანტების მიმართ გამოყენებული ძალების პროპორციულობის შეფასებისას, გახარიას მოუწია თავის მართლება, თუმცა ძველებურ, ულტიმატუმის ტონში, "უნდა შევთანხმდეთ რომ", - თარგამაძეს მოსთხოვა თანხმობა, რომ 20 ივლისთან პარალელები ვერ გაივლება, ის პროტესტი იყო ძალადობრივი, ეს კი მშვიდობიანი.
"12 წელი ჰაერში გადავყარეთ, რასაც ემატება ევროპული პერსპექტივის ცვლილება", - ბიზნესის ყოფილი ომბუდსმენი, ეკონომიკის და შს ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა 12 წინანდელ მოცემულობაშია და "26 ოქტომბერს უნდა მოვაწყოთ 2012-ის 1 ოქტომბერი", - მისი თქმით უნიკალური მომენტია.
დამოუკიდებლობის მიღებიდან, ოცნების მთავრობა პირველია, რომელიც მოქალაქეების კონსენსუსს, საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაზე, ეჭვქვეშ აყენებს.
სტრატეგიულ მოკავშირეებს ბრალდებებს უყენებს ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილი. ეს გამოცხადდა 29 აპრილს.
.