თბილისი (GBC) – მთავრობის ადმინისტრაციაში სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ლევან ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ამავე კომისიის ფარგლებში, ორშაბათს დაგეგმილია შეხვედრა მწარმოებლებთან, შემდეგ ფარმაცევტულ კომპანიებთან, ბოლოს კი შეხვედრა გაიმართება საწვავის ფასთან დაკავშირებით.

მანამდე, კომისიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც რამდენიმე ქსელურ მარკეტში სუსის წარმომადგენლები შევიდნენ.