თბილისი (GBC) - რთველი 2025 წლის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტით რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება.

ოქტომბრის დასაწყისში ყურძნის კრეფა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც დაიწყება. 2025 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ რეგიონისთვის შესაბამისი მხარდამჭერი ღონისძიებები განისაზღვრა.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და დაცული ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარას“ წარმოების ხელშეწყობა პრიორიტეტია.

2025 წლის რთველი ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ღვინის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ღვინის კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.

2026 წლიდან, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სახელმწიფო მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რთველის ფარგლებში მხარდაჭერას განსხვავებული მიდგომით განახორციელებს. მთავარი აქცენტი ყურძნის ხარისხზე გაკეთდება.

2025 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ რეგიონისთვის შესაბამისი მხარდამჭერი ღონისძიებები განისაზღვრა.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და დაცული ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარას“ წარმოების ხელშეწყობა პრიორიტეტია.