თბილისი (GBC) – საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის სარკინიგზო ოპერატორების მიერ დაარსებული ერთობლივი საწარმოს Middle Corridor Multimodal Ltd აქციონერთა რიგგარეშე კრებაზე საწარმოში შპს „ჩინეთის სარკინიგზო საკონტეინერო გადაზიდვების“ (China Railway Container Transport Co., Ltd–ის სტრუქტურის შვილობილი) გაწევრიანებაზე შეთანხმდნენ.

აზერბაიჯანული სააგენტო რეპორტის ცნობით, აქციონერთა რიგგარეშე კრება ბაქოში გაიმართა.

Middle Corridor Multimodal Ltd არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის სარკინიგზო კომპანიების მიერ შექმნილი ერთობლივი საწარმო, რომლის დანიშნულებაცაა შუა დერეფანში სატრანზიტო გადაზიდვების განვითარება და ეფექტიანობის გაზრდა.