თბილისი (GBC) – Allan Gray Proprietary Limited-მა TBC Bank Group PLC-ში (TBC PLC) საკუთარი წილი 2.993%-დან 3.2731%-მდე გაზარდა.
ორწლიანი წილის შემცირების გადაწყვეტილების შემდეგ, ეს Allan Gray-ს პირველი ტრანზაქცია იყო, როცა მან TBC PLC-ს აქციები შეიძინა.
მათ შორის, ბოლოს Allan Gray-მ TBC-ის აქციებით 27 ივნისს ივაჭრა, როცა თავისი კუთვნილი წილი 3.8861%-დან 2.993%-მდე შეიმცირა. იქამდე კი, 2023 წლის 2 ნოემბერს ივაჭრა, როცა წილი 4.9897%-დან 3.9978%-მდე შეიმცირა.
ბოლო ტრანზაქციის შედეგად, მის საკუთრებაში არსებული ჩვეულებრივი, ხმის უფლების მქონე აქციების რაოდენობა 1,682,584-დან 1,831,304 აქციამდე გაიზარდა.
ვაჭრობა სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში, ნოემბრის შუა რიცხვებში მოხდა.