თბილისი (GBC) - თურქეთში 6 ივლისს ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო, რაც თურქეთის ბაზარზე ფასების ზრდამ გამოიწვია.
(ექსპორტიორები: აჭარ-ენერჯი 2007, ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯია, სვანეთი ჰიდრო, კასლეთი 2, შპს აისი, ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი და ესკო)
1-20 ივლისის საშუალო მაჩვენებლით, თურქეთში ელექტოენერგიის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე იყო 6.0 აშშ ცენტი.

G&T-ის კვლევით, ივნისში კომერციული იმპორტი და ექსპორტი არ განხორციელებულა 2026 წლის ივნისში თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი შემცირდა 7.9-ჯერ რაოდენობრივად და 12-ჯერ ღირებულებით. ექსპორტმა თურქეთში შეადგინა 24.0 გვტ.სთ და 0.7 მლნ აშშ დოლარი, ხოლო, ექსპორტის საშუალო ფასმა კვტ.სთ-ზე 2.8 აშშ ცენტი (-34.4% წ/წ).
ერთადერთი ექსპორტიორი იყო ესკო, რომლის მიზანიც იყო ძველი ვალის დაბრუნება. ექსპორტის ფასის, მოცულობისა და შემოსავლის ასეთი შემცირება თურქეთის ბაზარზე ფასების მკვეთრ კლებას და თურქეთში გაზრდილ გენერაციას უკავშირდება:
• 2026 წლის ივნისში, ელექტროენერგიის საშუალო ფასი თურქეთის ბაზარზე შეადგენდა 2.9 აშშ ცენტს/კვტ.სთ-ზე,
რაც წლიურად 34.4%-იანი კლება, თუმცა თვიურად 61.1%- იანი ზრდაა.
• ასეთი დაბალი ფასი ექსპორტის ეკონომიკურ მიმზიდველობას მნიშვნელოვნად ამცირებს, რადგან ექსპორტიორებს გადაცემის ტარიფისა და გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდაც უწევდათ - ჯამში 1.5 ცენტის.
• თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის გენერაცია იმდენად გაიზარდა, რომ თურქეთმა უარი თქვა საქართველოდან ელექტროენერგიის კომერციულ იმპორტზე. თურქეთის ბაზარზე გენერაციის ზრდა გამოწვეული იყო კარგი ჰიდროლოგიით და მზის სადგურების ინტენსიური მშენებლობით.
