თბილისი (GBC) - ივნისში გენერაცია შემცირდა სისტემის ოპერატორის მიერ დაწესებული გენერაციის შეზღუდვის გამო.
G&T -ის ინფორმაციით, მოხმარების უმნიშვნელო ზრდას დაემთხვა ექსპორტის მინიმუმამდე შემცირება, რის გამოც ჯამური მოთხოვნა შემცირდა. მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის დასაცავად, სისტემის ოპერატორმა (ელექტროსისტემამ), მაისის თვის მსგავსად, მოითხოვა გენერაციის შეზღუდვა. ჩვენი ინფორმაციით, ივნისში კარგი ჰიდროლოგია იყო და რომ არა შეზღუდვები, გენერაცია წლიურად გაიზრდებოდა. შესაბამისად, გენერაციის წლიური კლება მეტწილად შეზღუდვებით აიხსნება.
2026 წლის ივნისში ადგილობრივი გენერაცია 16.3%-ით შემცირდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა, აქედან:
o ჰიდროგენერაცია: -16.1% წ/წ, მათ შორის:
o ენგურ-ვარდნილი: +3.3% წ/წ
o სხვა რეგულირებული ჰესები: -30.7% წ/წ
o დერეგულირებული ჰესები: -34.8% წ/წ
o ქარის და მზის გენერაცია: -14.0% წ/წ
o თბოგენერაცია: მინიმალური გენერაცია ტესტირების გასავლელად.
ელექტროენერგიის კომერციული იმპორტი არ განხორციელებულა.

G&T გენერაციის შეზღუდვებს ივლისში არ ელის, რადგან:
• ისტორიულად, ივლისის თვე ნაკლები გენერაციის სიჭარბით ხასიათდება - დასრულებულია წყალუხვობის
პერიოდი მდინარეებში.
• საქართველოს კლიმატური პირობებისა და ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, მოსალოდნელია
ადგილობრივი მოხმარების ზრდაც.
• თურქეთში ექსპორტი დაიწყო 6 ივლისიდან, რაც ენერგიაზე მოთხოვნას გაზრდის.
• ესკოს გაფორმებული აქვს თურქეთთან ბარტერის შეთანხმება, რომლის პირობებიც მაისის მიმოხილვაშია. ბარტერის გამოყენება გაზრდის ექსპორტს და შესაბამისად მოთხოვნას
ელექტროენერგიაზე.
