თბილისი (GBC) - სავალუტო იპოთეკა გაძვირდა. აშშ დოლარში იპოთეკური სესხის წლიური განაკვეთი 8%-დან განისაზღვრება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 7.7%-ის ფარგლებში იყო.

ადგილობრივ ვალუტაში იპოთეკა გაიაფებულია.

სებ-ის თვის მიმოხილვით, ეროვნული ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.2 %პ-ით, 12.1%-მდე შემცირდა. კლებაა გასულ წელთან შედარებითაც,  შარშან 12,6% იყო.

ბანკების იპოთეკური სესხების პორტფელი, 01.01/2026-ის მდგომარეობით, 13.4 მლრდ ლარია და მათ შორის ლარში გაცემულია 9.3 მლრდ ლარი.

დეკემბერში გაზრდილია არარეზიდენტების დაკრედიტება. უცხოურ ვალუტაში გაცემულია 40 მლნ -მდე ლარის ეკვივალენტი. 220 იპოთეკური სესხი. ლარში კი 55, სულ, 8 მილიონის.