თბილისი (GBC) - ევროპის ცენტრალურმა ბანკმა 2026 წლის I სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთები უცვლელად, 2%-ზე დატოვა. განაკვეთი 2025 წლის ივნისიდან უცვლელია.

ევრობანკი კვლავ ადასტურებს, საშუალოვადიან პერსპექტივაში ინფლაციის 2%-იან მიზნობრივ ნიშნულთან სიახლოვეს დასტაბილურებას.

ბანკის შეფასებით, ევროზონის ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს, დაბალი უმუშევრობის, კერძო სექტორის ჯანსაღი ბალანსის ხარჯზე. ასევე საპროცენტო განაკვეთების წინა შემცირებით გამოწვეული დადებითი ეფექტებით.

ამასთან, აღნიშნავს, რომ პერსპექტივა კვლავ გაურკვეველი რჩება, განსაკუთრებით გლობალური სავაჭრო პოლიტიკით გამოწვეული რისკებისა და მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო.

(BRG)