თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა ოთხშაბათის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით დასწია 7%–მდე.
რეგულატორის ცნობით, საპროცენტო დერეფნის ქვედა ზღვარი 6%–მდე შემცირდა 6,25%–დან, ზედა ზღვარი კი 8,25%–დან – 8%–მდე.
თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა ოთხშაბათის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით დასწია 7%–მდე.
რეგულატორის ცნობით, საპროცენტო დერეფნის ქვედა ზღვარი 6%–მდე შემცირდა 6,25%–დან, ზედა ზღვარი კი 8,25%–დან – 8%–მდე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
ვიზიტორების ზრდა ძირითადად რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ევროკავშირიდან, სომხეთიდან და აზიური ბაზრებიდან გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა, მათ შორის, ინდოეთიდან, ისრაელიდან და ჩინეთიდან. ამასთან, ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა თურქეთიდან, ყაზახეთიდან და ირანიდან. ევროკავშირიდან მზარდი ნაკადები თბილისიდან ევროპის მიმართულებით გაზრდილ ავიამიმოსვლას უკავშირდება.გალტ & თაგარტი წერს, რომ 2Q25-ში, ვიზიტორების ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა ისრაელ-ირანს შორის ივნისის ომის გავლენით, ისრაელიდან ვიზიტორთა ზრდის შენელებისა და ირანიდან შემცირებული ვიზიტების მიუხედავად.ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 2.8 მლნ შეადგინა (+4.6% წ/წ), საიდანაც ტურისტების რაოდენობა 2.3 მლნ (+6.9% წ/წ), ხოლო ერთდღიანი ვიზიტორების რაოდენობა 0.5 მლნ (+4.2% წ/წ) იყო.შემოსავლები ტურიზმიდანსაინვესტიციო კომოანია წერს, რომ 2Q25-ში საქართველომ $1.1 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან, რაც წინა წელთან შედარებით 5%-იანი ზრდაა. ზრდის ძირითადი წყარო ევროკავშირი იყო (+26% წ/წ), რაც გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს უკავშირდება. ამასთან, შემოსავლები შემცირდა რუსეთიდან (-20.5% წ/წ) და თურქეთიდან (-10.7% წ/წ).გალტ & თაგარტის აზრით, რუსეთიდან ტურიზმის შემოსავლების შემცირება, სავარაუდოდ, ვიზიტორთა პროფილის ცვლილებას უკავშირდება - გრძელვადიანი ვიზიტორები (ციფრული ნომადები, მიგრანტები) შედარებით მოკლევადიანმა ჩაანაცვლა, რომელთა საშუალო დანახარჯიც 2Q25-ში უფრო ნაკლები იყო.ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში ტურიზმის შემოსავლებმა $2 მლრდ შეადგინა (+3.8% წ/წ), რაც ევროკავშირიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან და აზიური ბაზრებიდან შემოსავლების ზრდას უკავშირდებოდა.გალტ & თაგარტის პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $4.5 მლრდ-ს მიაღწევს, თუმცა, 2Q25-ის დინამიკის გაგრძლების შემთხვევაში, ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი $4.6 მლრდ-ია.
1753276603
Harvard Business Review (HBR) ცნობილი პლატფორმაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს სტატიებსა და კვლევებს მენეჯმენტის, ლიდერობისა და ბიზნეს სტრატეგიის შესახებ. ის ეხმარება პროფესიონალებსა და ორგანიზაციებს, იყვნენ ინფორმირებული და მიიღონ უკეთესი ბიზნეს გადაწყვეტილებები. გამოცემა ფარავს მენეჯმენტის უახლეს ტენდენციებს, პრაქტიკულ რჩევებს, ლიდერობისა თუ ინოვაციების საკითხებს. HBR სანდო რესურსია მენეჯერებისა და მეწარმეებისთვის, რომლებიც ცდილობენ, ბიზნესის დინამიურ სამყაროში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ.ფასდაკლებით სარგებლობისთვის საჭიროა გამოიყენოთ Mastercard ბიზნეს ბარათი.შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ საქართველოს ბანკის Mastercard ბიზნეს ბარათი შეუკვეთეთ ბიზნეს მობილბანკით.ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ მარტივად და პროცესში შეუკვეთეთ Mastercard ბიზნეს ბარათი.
1753275820
ინფლაცია მიზნობრივ 3%-თან ახლოს შენარჩუნდება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი მშპ-ის დაახლოებით 5%-ზე დასტაბილურდება.IMF-ის რეკომენდაციით, ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალური პოლიტიკური კურსი, რაც ეფუძნება მოქნილ და მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომას. ინფლაციის მიზნობრივ დონესთან და პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ მაჩვენებელთან სიახლოვის ფონზე, ამჟამინდელი პოლიტიკა შეფასებულია როგორც შესაბამისი. თუმცა, მათივე თქმით, მზარდი ფასები სასურსათო პროდუქტებზე და გლობალური გაურკვევლობა მოითხოვს ფრთხილ მიდგომას შემდგომი შერბილებისადმი.რეზერვების დაგროვება, ლარის კურსის მოქნილობის შენარჩუნებით, IMF-ის შეფასებით უნდა დარჩეს პრიორიტეტად. FX ინტერვენციებმა შესაძლოა შეამსუბუქა ბაზრის არასტაბილურობა, თუმცა საფინანსო ინსტიტუტის თქმით, ეროვნული ბანკი უნდა მოერიდოს მოქმედებებს, რაც პოლიტიკის გადაცემის მექანიზმს და სანდოობას დააზიანებს, როგორიცაა ინტერ-ბანკურ და პოლიტიკის განაკვეთებს შორის ხანგრძლივი აცდენა. პოლიტიკის მიზნებსა და რისკების ბალანსზე უფრო მკაფიო კომუნიკაცია გაზრდის გამჭვირვალობას და პოლიტიკის ეფექტიანობას.IMF-ის შეფასებით, ეროვნული ბანკის მმართველობის და დამოუკიდებლობის გაძლიერება კვლავ პრიორიტეტია. მიუხედავად პროგრესისა – მათ შორის ბორდის შევსება და მმართველის დანიშვნა – ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები, რომლებიც მოიცავს მმართველობისა და ფინანსური ავტონომიის გაძლიერებას, ჯერ არ არის მიღებული. რეფორმებმა უნდა უზრუნველყოს არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობის არსებობა, ფინანსური ტრანსფერების შეზღუდვა მთავრობასთან, მმართველი თანამდებობის გადაბარების წესის დაზუსტება და საბჭოს წევრების კვალიფიკაციის გაძლიერება. კოლეგიალური გადაწყვეტილების მიღების მოდელის დანერგვა მმართველობას გააუმჯობესებს.ფისკალური პოლიტიკის შეფასებით, იგი ადეკვატურადაა მორგებული არსებულ გარემოზე. ყურადღება უნდა გამახვილდეს შემოსავლების მობილიზებაზე და ხარჯების ეფექტიანობის გაზრდაზე. საჯარო ვალი რჩება გონივრულ დონეზე, ხოლო 2.5%-ზე დაბალი დეფიციტის მქონე ფისკალური სტრატეგია საშუალებას მისცემს ვალის სტაბილიზაციას ფისკალური წესის ჭერის ქვემოთ.შემოსავლების მობილიზება უნდა მოხდეს საგადასახადო რეფორმების გზით, რომელიც გააფართოებს ბაზას და შეამცირებს საგადასახადო შეღავათებს, რაც უნდა დაეფუძნოს გაძლიერებულ სტრატეგიას და მოიცავდეს დეტალურ ვადებსა და მოსალოდნელ შედეგებს.IMF-ის თქმით, საჯარო ხარჯების ეფექტიანობა უნდა გაუმჯობესდეს საინვესტიციო მართვის პროცესების და ხარჯების მიმოხილვების მეშვეობით. სოციალური დახმარებები უკეთ უნდა იყოს მიზნობრივი და ორიენტირებული ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე. გასაუმჯობესებელია ასევე დასაქმების სტიმულები და საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა.სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა, IMF-ის რეკომენდაციით, უნდა განხორციელდეს სწრაფად, რათა გაიზარდოს ეფექტიანობა, მმართველობა და კონტროლი და შემცირდეს ფისკალური რისკები. ფინანსთა სამინისტროს ძლიერ სამეთვალყურეო როლს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რეფორმის გზის უნდა შემუშავდეს გზამკვლევი და სწრაფად განხორციელდეს.მთავარ მიზნებს შორისაა: მფლობელობის, რეგულირების და პოლიტიკის ფუნქციების გამიჯვნა ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და კორპორაციული მმართველობის გაძლიერება.საფინანსო სექტორი ჯანსაღია და რეფორმები განხორციელებულია, თუმცა დამატებითი ნაბიჯებია საჭირო მდგრადობის გასაძლიერებლად. საჭიროა დოლარიზაციის შემდგომი შემცირება, სამომხმარებლო სესხების სწრაფი ზრდისა და ლარში დაფინანსების წნეხის მუდმივი მონიტორინგი.გაძლიერებული მაკროპრუდენციული და კრიზისების მართვის ჩარჩოები აუცილებელია სისტემური ბანკების რისკების შესამცირებლად. პრიორიტეტია რეზოლუციის ჩარჩოს სრულად ამოქმედება და დეპოზიტების დაზღვევის გაძლიერება.საფინანსო ინსტიტუტის თქმით, გაფართოებული საერთაშორისო და არაბანკო საქმიანობის ფონზე, აუცილებელია ვირტუალური აქტივების მომსახურე პროვაიდერების და კონსოლიდირებული ზედამხედველობის ეფექტიანი ჩარჩოს შექმნა.საფინანსო სექტორში კონკურენცია უნდა გაუმჯობესდეს, მათ შორის ღია ბანკინგის დანერგვის გზით.სტრუქტურული რეფორმები, IMF-ის შეფასებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინკლუზიური, დასაქმებაზე ორიენტირებული და მდგრადი ზრდისთვის. პრიორიტეტებია სტრუქტურული უმუშევრობის მაღალი დონის, დაბალი აგროპროდუქტიულობის და კვალიფიკაციის დეფიციტის დაძლევა – პროფესიული განათლების, მასწავლებელთა ხარისხის და მიზნობრივი აგროსტიმულირების გზით.ემიგრაციის სარგებლის მაქსიმიზაცია საჭიროებს დაბრუნების ხელშეწყობას, ფულადი გზავნილების უკეთ გამოყენებას და უცხოელი ტალანტების მოზიდვას. ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების გაგრძელება და რეგიონული ინტეგრაცია აუცილებელია ლოგისტიკური ხარჯების შესამცირებლად და კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.მათივე შეფასებით, მართვის ხარისხით საქართველო ბევრ თანატოლ ქვეყანას აღემატება, თუმცა ბოლო პერიოდის უკუსვლამ ნათლად აჩვენა, რომ საჭიროა სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება, ანტიკორუფციული ბიუროს გაძლიერება და ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის ეფექტიანობის უზრუნველყოფა.IMF-ის რეკომენდაციაა, რომ მუხლი IV-ის შემდეგი კონსულტაცია ჩატარდეს სტანდარტული 12-თვიანი ციკლის ფარგლებში.
1753265605
IMF-ის შეფასებით, საქართველომ შესანიშნავი ეკონომიკური მაჩვენებლები აჩვენა, მიუხედავად შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდისა. 2021 წლიდან საშუალო წლიური ზრდა 9%-ს აღემატება, ინფლაცია ორი წლის განმავლობაში მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ყოფნის შემდეგ მიზნის დონეზე დაბრუნდა, ხოლო ვალი 2024 წელს მშპ-ის 36 %-მდე შემცირდა.IMF-ის თქმით, 2025-ში ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ 7.2%-მდე შემცირდება და საშუალო ვადაში დაუახლოვდება პოტენციურ 5%-იან დონეს შიდა მოთხოვნის შენელების ფონზე.IMF-ის რეკომენდაციით, არსებული გლობალური და შიდა გაურკვევლობის ფონზე, პრიორიტეტებია რეზერვების დაგროვება და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება, რათა გაძლიერდეს მდგრადობა შოკების მიმართ და შენარჩუნდეს ძლიერი, ინკლუზიური და დასაქმებაზე ორიენტირებული ზრდა.IMF-ის აღმასრულებელი დირექტორატის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკამ მაღალი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად მნიშვნელოვანი მდგრადობა აჩვენა.2021 წლიდან მშპ-ის ზრდა პანდემიის შემდგომი სწრაფი აღდგენით და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სატრანსპორტო სექტორების ზრდით იყო განპირობებული. ამას ხელი შეუწყო იმიგრაციამ, ფინანსურმა ნაკადებმა და ტრანზიტული ვაჭრობის გააქტიურებამ უკრაინის ომის ფონზე.აღნიშნულმა ტენდენციებმა ხელი შეუწყო ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ზრდას, უმუშევრობისა და სიღარიბის შემცირებას. ინფლაცია დაბალ დონეზე შენარჩუნდა, რაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებითა და ძლიერი ლარის დახმარებით იყო მიღწეული, ხოლო საჯარო ვალი დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ დონეს.თუმცა, საფინანსო ინსტიტუტის თქმით, გამოწვევებად რჩება მაღალი სტრუქტურული უმუშევრობა, შემოსავლის უთანასწორობა, ემიგრაცია და არაფორმალური ეკონომიკის მაღალი დონე.მათივე მოლოდინით, ეკონომიკური აქტივობა სავარაუდოდ ძლიერი დარჩება მოკლევადიან პერსპექტივაში და ეტაპობრივად დაუახლოვდება პოტენციურ დონეს.სავალუტო რეზერვების ეტაპობრივი ზრდა მოსალოდნელია უცხოური ვალუტის ხელსაყრელ პირობებში შესყიდვებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) აღდგენის პირობებში. 2024 წელს საქართველოს საგარეო პოზიცია მეტ-ნაკლებად შეესაბამებოდა ფუნდამენტური ფაქტორებიდან და მიზნობრივი პოლიტიკიდან გამომდინარე მოსალოდნელ დონეს.IMF-ის შეფასებით, ეკონომიკურ პროგნოზებთან დაკავშირებული რისკები მეტწილად დაბალანსებულია, თუმცა გლობალური გაურკვევლობა და პოლიტიკური დაძაბულობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. უკრაინის ომის დასრულებამ შესაძლოა გარკვეული პოზიტიური ტენდენციების შებრუნება გამოიწვიოს (მაგ. მიგრაცია, ტრანზიტული ვაჭრობა), თუმცა რეგიონალურმა სტაბილურობამ და აღდგენითმა სამუშაოებმა შესაძლოა ეს გავლენა დააბალანსოს.გლობალური სავაჭრო დაძაბულობის პირდაპირი გავლენა საქართველოსთვის შეზღუდულია, აშშ-ზე ექსპორტის მცირე წილისა და საკვანძო პროდუქციის გამონაკლისების ფონზე. თუმცა, შეიძლება გამოვლინდეს ირიბი ზემოქმედება ინვესტორთა ნდობის შემცირების, სავაჭრო პარტნიორების ზრდის შენელებისა და მიწოდების ჯაჭვის შეფერხების გზით. საქართველომ შესაძლოა ისარგებლოს ნავთობის ფასების ვარდნითა და ვაჭრობის დივერსიფიკაციით.შიდა საფრთხეებს შორის IMF ასახელებს პოლიტიკურ გაურკვევლობასა და სანქციების პოტენციურ გავლენას, რამაც შეიძლება დააზარალოს პირდაპირი ინვესტიციები, ტურიზმი და შექმნას წნეხი ლარზე. თუმცა, საქართველოს ფისკალური და ფინანსური ბუფერები მნიშვნელოვნად შეამცირებს შოკების გავლენას.
1753265438
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორგზის საერთაშორისო აღიარება ციფრული ბანკინგის მიმართულებით, რადგან ეს ნიშნავს, რომ თიბისის მომხმარებლებს ვთავაზობთ საუკეთესო სერვისებს და პროდუქტებს, მათზე მორგებულსა და რელევანტურს.ამასთან, გასულ წელს, თიბისის მობილურ აპლიკაციას დაემატა ბევრი ინოვაციური პროდუქტი და სერვისი. ახალ თიბისი ბარათთან ერთად, ციფრულდება და აპლიკაციაში ხელმისაწვდომი ხდება ყველა სერვისი.Euromoney-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშიც ხაზგასმულია, რომ თიბისიმ ციფრულ ბანკინგში სერიოზული და ინოვაციური ცვლილებები განახორციელა, რამაც შთამბეჭდავად გაზარდა ახალი აქტიური მომხმარებლების რიცხვი.„ამ მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღება ჩვენთვის დიდი პატივია. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში ჩვენს ლიდერ პოზიციას ციფრულ საბანკო სფეროში, სადაც უზრუნველვყოფთ მომხმარებელზე ორიენტირებულ გამოცდილებას onboarding-იდან ყოველდღიურ საბანკო მომსახურებასა და ინვესტირებამდე“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
1753264352
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის გამოგზავნა 25 ივლისამდე არის შესაძლებელი. ამისათვის გამოგზავნეთ თქვენი პორტფოლიო ელ. ფოსტის მისამართზე: info@miamiadschool.de ან ეწვიეთ ბმულს.პროექტის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 5 სტიპენდიატი.აღსანიშნავია, რომ წელს პროგრამა განსხვავებული ფორმატით ტარდება - სასწავლო პროგრამა ერთწლიანი იქნება და ის ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება. სტუდენტები ორი სემესტრი ონლაინ, ორი სემესტრი კი ბერლინში ისწავლიან. საქართველოს ბანკის და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია ფარავს როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს.სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.geგანათლების გზაზე არ გაჩერდე!ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
1753262711
მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების მოცულობა ივნისში გაიზარდა, თუმცა, 2025 წლის პირველი ნახევრის ჯამური მაჩვენებელი წლიურად მცირე შემცირებას აჩვენებს. ამასთან, ფასები გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე მაისში დაფიქსირებული კლების შემდეგ.მოთხოვნა 2025 წლის ივნისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 266 შეადგინა, აქედან: მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 17.1%-ით გაიზარდა, თუმცა ჯამურად 2025 წლის 6 თვეში გაყიდვების მაჩვენებელი წლიურად 2.6%-ითაა შემცირებული. პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 2.9%-ით გაიზარდა, ხოლო ჯამურად 2025 წლის 6 თვეში წლიურად 6.1%-ით არის გაზრდილი. გალტ & თაგარტის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს) მიხედვით, 2025 წლის ივნისში გაყიდვები პირველად ბაზარზე წლიურად 12.9%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად გასული წლის ივნისის დაბალი ბაზითაა გამოწვეული. თუმცა, გაყიდვები თვიურად მაისში დაფიქსირებული ზრდის შემდეგ კვლავ შემცირდა.ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში, გაყიდვები წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3.6%-ით გაიზარდა. 2025 წლის პირველ ნახევარში, თბილისში სულ 19,131 (1.6% წ/წ) ბინა გაიყიდა და ჯამურმა ღირებულებამ $1.5 მლრდ შეადგინა (+5.6% წ/წ).მიწოდება 2025 წლის ივნისში ნებართვა გაიცა 10 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 92,244 მ²-ს შეადგენდა (+25.2% წ/წ გასული წლის დაბალი ბაზის ეფექტის გამო). ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 0.4%-ით შემცირდა.ფასები 2025 წლის ივნისში, მაისში დაფიქსირებული კლების შემდეგ, პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი თვიურად 0.5%-ით გაიზარდა და 1,338 აშშ დოლარს მიაღწია. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 0.2%-ით გაიზარდა და 1,256 აშშ დოლარი შეადგინა.ქირა 2025 წლის ივნისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ²) ქირის ფასი თვეში, 1.2%-ით გაიზარდა და კვადრატულზე 9.4 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.9%-ით ჩამორჩება გასული წლის ივნისის ფასს.
1753262573
გამოცემის ინფორმაციით, 22 ივლისის მდგომარეობით, ჩინური რითეილერის აქციების ჯამურმა ღირებულებამ $42 მლრდ შეადგინა. ამ პერიოდისთვის რუსული ენერგოგიგანტის კაპიტალიზაცია $38,77 მლრდ–ს შეადგენდა. ამრიგად, გლობალურ რეიტინგში Pop Mart–მა „გაზპრომს“ 49 პოზიციით გაუსწრო.Labubu ელფების მსგავსი არსებაა, რომელიც ჰონკონგელმა მხატვარმა ლუნ კასინმა შექმნა 2015 წელს. ესენია პატარა ფუმფულა მონსტრები, დამახასიათებელი ნაკვთებით, დიდი თვალებით, წვეტიანი ყურებით და ცხრა კბილით. ამ სათამაშოებმა პოპულარობა შარშან მოიპოვა, მას შემდეგ, რაც ქალის ჩანთაზე აქსესუარად დაიწყეს მისი გამოყენება.
1753262433
BGA-ს დამფუძნებლები გენპროკურორისგან გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვ...
1752654970
ვაგზლის მოედანზე კორპუსის სახურავის ბეტონის კონსტრუქცია ჩამოინგრა. არი...
1752509322
კელი და კრამერი: სასწრაფოდ, ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი ელჩი უნდა დან...
1752820422
გაყალბებული დოკუმენტით სახელმწიფოს ფულის მითვისებისთვის 12–კაციანი ჯგუ...
1752838680
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია თითქმის 500 ხმით მიიღო
1752064520