თბილისი (GBC) - დირჰამიზაცია - ქართული ბანკების დეპოზიტების პორტფელში ეგზოტიკური ტრენდი მულტისეზონურია თუ ერთჯერადი, ანალიტიკოსებს ანალიზი და მაისის პროგნოზი უჭირთ.

საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი სასიამოვნოდ გაკვირვებულია აპრილის სტატისტიკით, დირჰამში დეპოზოტების წილი 1.7-ჯერ გაზრდილია. ბიზნესინსაიდერში სტუმრობისას დავით რუსიამ აღნიშნა, რომ არაბთა საამიროების ვალუტაში დაბანდების ზრდა თავისთავად პოზიტიურია, რადგან მიანშებს ინვესტორთა განწყობაზე, ჩათვალეს, რომ საქართველოში დაბანდება შესაძლებელია.

სებ-ის სტატისტიკით, იმ კატეგორიიდან რომელმაც ასე ჩათვალა, 77% რეზიდენტი იურიდიული პირები არიან. 114.5 მლნ დირჰამის ანაბრებში, ფიზიკური პირების წილი უმნიშვნელოა.

დავით რუსიამ პორტფელის სტრუქტურაზეც აღნიშნა, ტრადიციულად 40%-მდეა აშშ დოლარშია და 10% ევროში.  ამასთან ლარის მიმართ ნდობა კვლავ მაღალია, ადგილობრივ ვალუტაში ანაბრების მაღალი ზრდა ნარჩუნდება.

სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, მთავრობის დეპოზიტების (₾5.463 მლრდ) გამორიცხვით, ლარიზაციის კოეფიციენტი 45.6%-ია.