თბილისი (GBC) - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი კირ სტარმერი თანამდებობიდან გადადგა. სტარმერის თქმით, იგი ღირსეულად ეგუება პარლამენტარების გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ დღეიდან აღარ არის საუკეთესო ფიგურა პარტიის მომავალ საყოველთაო არჩევნებზე გასაყვანად.

„მოვისმინე ჩემი საპარლამენტო პარტიის პასუხი და მას ღირსეულად ვეგუები. ყოველი გადაწყვეტილება, რომელიც კი ოდესმე მიმიღია, ჩემი ქვეყნის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას ემსახურებოდა. სწორედ ამიტომ, ვტოვებ პარტიის ლიდერის პოსტს. დღეს დილით უკვე ვესაუბრე მის უდიდებულესობა მეფეს, რათა შემეტყობინებინა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ“, - განაცხადა სტარმერმა.

The Guardian წერს, რომ კირ სტარმერმა უკვე გაწერა ძალაუფლების გადაბარების კონკრეტული განრიგი. კანდიდატების წარდგენის პროცესი 9 ივლისს დაიწყება და საპარლამენტო არდადეგების დაწყებამდე (16 ივლისი) დასრულდება. სტარმერი პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად მანამ დარჩება, სანამ ახალი ლიდერის ვინაობა არ გაირკვევა.

მოვლენების განვითარების ორი შესაძლო სცენარი არსებობს:

  • ივლისის შუა რიცხვები: თუ ენდი ბერნჰემს (Andy Burnham) შიდაპარტიული კონკურენტი არ ეყოლება, რაც ამ ეტაპზე ყველაზე სავარაუდო სცენარია, ის პრემიერ-მინისტრის პოსტს მომავალი თვის შუა რიცხვებშივე დაიკავებს.
  • აგვისტოს ბოლო: იმ შემთხვევაში, თუ პარტიაში ალტერნატიული კანდიდატურა მაინც დასახელდება და შიდა არჩევნები ჩაინიშნება, ახალი პრემიერი მუშაობას აგვისტოს ბოლოსთვის შეუდგება, რათა პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნას (1 სექტემბერი) ქვეყანა ახალი მთავრობით შეხვდეს.

სტარმერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლების ორგანიზებული და სტაბილური გადაბარების უზრუნველსაყოფად, რაც მნიშვნელოვანი სიგნალია ფინანსური ბაზრებისა და ბიზნესსექტორისთვი