თბილისი (GBC) – საინვესტიციო ბანკ Barclay-ის განვითარებადი ბაზრების მმართველმა დირექტორმა იგორ აკულოვმა სებ-ის მიერ ორგანიზებულ  საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პერსპექტივა - ინდექსები და ბირჟაზე ვაჭრობადი საინვესტიციო ფონდები" განაცხადა, რომ საერთაშორისო ინვესტორები ძალიან აფასებენ საქართველოს კაპიტალის ბაზრის პერსპექტივებს და საინვესტიციო შესაძლებლობებს.

მისი თქმით, მსგავსი შინაარსის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის წარმატებისთვის. 

„საქართველოს ბაზარი საერთაშორისო ინვესტირებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველი ქვეყანაა", - განაცხადა  საინვესტიციო ბანკ Barclay-ის განვითარებადი ბაზრების მმართველმა დირექტორმა.

სებ-ის მიერ ორგანიზებული ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა 2026 წლის თებერვალში მიღწეულ მნიშვნელოვან პროექტს, როდესაც, პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების შვიდი ინდექსი. ინდექსები შეიმუშავა Intercontinental Exchange-მა (ICE) და ხელმისაწვდომი გახდა როგორც Bloomberg-ის (Bloomberg IND), ისე ICE-ის ინდექსების პორტალის (indices.ice.com) მეშვეობით.