სამაცივრე მეურნეობებმა 1Q26-ში 224.6 მლნ-ის პროდუქცია გაყიდეს
გამოკვლევის შედეგების
მიხედვით, 1Q26-ში
სასაკლაოებში დაიკლა 113.9
ათასი სული პირუტყვი,
საიდანაც 29.5% – მსხვილფეხა
რქოსანი პირუტყვი, 64% – ღორი,
ხოლო 3.4% ცხვარი და თხა იყო.
დანარჩენი პირუტყვის წილი
(არ მოიცავს ფრინველს) 3.1%-ს
შეადგენდა. გარდა ამისა,
საანგარიშო პერიოდის
განმავლობაში
სასაკლაოებში დაკლული
ფრინველის რაოდენობა 2,33
მილიონი ერთეულით
განისაზღვრა.სასაკლაოების
მიერ 1Q26-ში 13.5 ათასი ტონა
ხორცი იქნა წარმოებული
(იგულისხმება დაკლული წონა,
ფრინველის ხორცის ჩათვლით),
საიდანაც 30.1% მოდიოდა
მსხვილფეხა რქოსანი
პირუტყვის ხორცზე, 28.6% –
ფრინველის ხორცზე, 40.8% –
ღორის ხორცზე, 0.4% – ცხვრისა
და თხის ხორცზე, ხოლო
დანარჩენს უმნიშვნელო
წილი ეკავა.საანგარიშო
პერიოდში მომსახურება
გაეწია 7.8 ათას პირს,
საიდანაც 53.6%
შინამეურნეობების
(ოჯახური მეურნეობები)
სახით იყვნენ
წარმოდგენილნი,
სასაკლაოებში
დასაქმებულთა საშუალო
თვიურმა რაოდენობამ კი 1 027
კაცი შეადგინა.ერთეული
პირუტყვის დაკვლაზე
მომსახურების საშუალო
ფასი შემდეგნაირი იყო:
მსხვილფეხა რქოსანი
პირუტყვის დაკვლის
საფასური – 42.9 ლარი, ღორის
დაკვლის საფასური – 34 ლარი,
ხოლო ცხვრის ან თხის
დაკვლის საფასური – 13.4
ლარი.1Q26-ში საქართველოში 331
ერთეული სამაცივრე
მეურნეობა
ფუნქციონირებდა, რომელთა
უმრავლესობაც (66.5%) შიდა
ქართლის რეგიონში იყო
განთავსებული. მოქმედი
სამაცივრე მეურნეობები
ასევე განთავსებული იყო
თბილისში (12.4%), იმერეთის
რეგიონში (5.4%), ქვემო ქართლის
რეგიონში (4.2%), აჭარის ა.რ.-ში
(3.6%), სამეგრელო-ზემო
სვანეთის რეგიონში (2.4%),
სამცხე ჯავახეთის
რეგიონში (2.1%), კახეთის
რეგიონში (1.8%),
მცხეთა-მთიანეთის
რეგიონში (0.9%),
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის რეგიონში (0.3%) და
გურიის რეგიონში (0.3%).1Q26-ში
მომსახურება გაეწია 355
მომხმარებელს.
მწარმოებელთა და
გადამყიდველთა
რაოდენობამ, რომელთაგანაც
შესყიდულ იქნა პროდუქცია
შემდგომი რეალიზაციის
მიზნით 826 ერთეული შეადგინა,
ხოლო სამაცივრეებში
დასაქმებულთა საშუალო
თვიური რაოდენობა 1 662 კაცით
განისაზღვრა.1Q26-ის
განმავლობაში
სამაცივრეებში შენახული
(განთავსებული) იყო 97.5 ათასი
ტონა პროდუქცია, მათ შორის
20.1% – ქათმის ხორცი
(გაყინულის ჩათვლით), 31.9% –
ხორცი და ხორცპროდუქტები
(ნახევარფაბრიკატების
ჩათვლით, ქათმის ხორცის
გარდა), 12.7% – თევზეული, 19.5% –
ხილი და ბოსტნეული, 10.2% –
რძის პროდუქტები და 5.5% –
სხვა პროდუქტები.1Q26-ში
სამაცივრე მეურნეობებში
შენახული პროდუქციის
მთლიანი მოცულობიდან 17%-ს –
საკუთარი წარმოების, 25.5%-ს –
შემდგომი რეალიზაციის
მიზნით შესყიდული, ხოლო 57.5%-ს
მომსახურების სახით
შენახული პროდუქცია
შეადგენდა. ამავე პერიოდში,
მომსახურების სახით
მიღებულმა შემოსავალმა 7.3
მილიონი ლარი
შეადგინა.საქსტატის
მონაცემებით, 1Q26-ში
სამაცივრე მეურნეობების
მიერ გაყიდულ იქნა 224.6
მილიონი ლარის
ღირებულების (28.6 ათასი ტონა)
პროდუქცია, საიდანაც,
ღირებულებით
გამოსახულებაში,
იმპორტირებულმა
პროდუქციამ შეადგინა 38.5%,
საკუთარი წარმოების
პროდუქციამ – 12.3%, ხოლო
გაყიდვის მიზნით
შესყიდულმა (ადგილობრივი)
პროდუქციამ – 49.2%.ამასთან,
საანგარიშო პერიოდში,
სამაცივრეების მიერ
გაყიდული საკუთარი
წარმოების პროდუქციის
მთლიანი მოცულობის 28.3%
მოდიოდა ქათმის ხორცზე.
ამავე პერიოდში, სამაცივრე
მეურნეობების მიერ
გაყიდული იმპორტირებული
პროდუქციის მთლიან
ღირებულებაში
მნიშვნელოვანი წილი რძის
პროდუქტებზე (32.3%), პირუტყვის
ხორცსა და
ხორცპროდუქტებზე
(ნახევარფაბრიკატების
ჩათვლით) (24.3%), ქათმის ხორცზე
(გაყინულის ჩათვლით) (13.1%) და
თევზეულზე (9%)
მოდიოდა.საანგარიშო
პერიოდში, სამაცივრე
მეურნეობების მიერ უცხო
ქვეყნებში გაყიდული
პროდუქციის ღირებულებამ 0.3
მილიონი ლარი შეადგინა, რაც
ამავე პერიოდში გაყიდული
პროდუქციის მთლიანი
ღირებულების 0.1%-ს
შეადგენდა. საზღვარგარეთ
ძირითადად რეალიზებულ
იქნა ქათმის
ხორცი.გამოკვლევის
შედეგების მიხედვით,
კამერების საშუალო დღიური
დატვირთვა (პროცენტულად
კამერების ჯამური
ტევადობიდან) იანვარში
შეადგენდა 51.6%-ს, თებერვალში
– 48.5%-ს, ხოლო მარტში –
43.5%-ს.1Q26-ში საქართველოში 31
ელევატორი
ფუნქციონირებდა, რომელთა
უმრავლესობაც ქვემო
ქართლის (35.3%) რეგიონში იყო
განთავსებული.
ელევატორების 16.1%
ფუნქციონირებდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის
რეგიონში, 16.1% კახეთის
რეგიონში, 12.9% – შიდა ქართლის
რეგიონში, 9.7% – თბილისში, 6.5% –
იმერეთის რეგიონში, 3.2% კი –
გურიის რეგიონში.1Q26-ის
განმავლობაში მომსახურება
გაეწია 21 მომხმარებელს.
მწარმოებელთა და
გადამყიდველთა
რაოდენობამ, რომელთაგანაც
შესყიდულ იქნა პროდუქცია
შემდგომი რეალიზაციის
მიზნით, 49 ერთეული შეადგინა,
ხოლო ელევატორებში
დასაქმებულთა საშუალო
თვიური რაოდენობა 439 კაცით
განისაზღვრა.1Q26-ში,
ელევატორებში შენახული
(განთავსებული) იყო 91 ათასი
ტონა პროდუქცია, რომლის 65.5%-ს
წარმოადგენდა ხორბალი და
16.8%-ს სოიოს შროტი.
საანგარიშო პერიოდში,
ელევატორებში
განთავსებული პროდუქციის
მთლიანი მოცულობის 82.9%-ს
ელევატორების მიერ
შემდგომი რეალიზაციის
მიზნით შესყიდული
პროდუქცია შეადგენდა.1Q26-ში,
ელევატორების მიერ
გაყიდულ იქნა 61 მილიონი
ლარის ღირებულების 59.9 ათასი
ტონა პროდუქცია, საიდანაც
31.6% იყო იმპორტირებული
პროდუქცია, ხოლო 59.3% –
ადგილობრივი (საკუთარი
წარმოების)
პროდუქცია.ელევატორების
მიერ საკუთარი წარმოების
პროდუქციაში, როგორც
მოცულობის, ისე
ღირებულების მიხედვით,
ჭარბობდა ხორბლის ფქვილი,
რომელზეც მოდიოდა
ელევატორების მიერ
გაყიდული საკუთარი
წარმოების პროდუქციის
80.8%.საქსტატის გამოკვლევის
შედეგების მიხედვით,
ელევატორების საცავების
საშუალო დღიური დატვირთვა
(პროცენტულად საცავების
ჯამური ტევადობიდან)
იანვარში შეადგენდა 50.9%-ს,
თებერვალში – 46.7%-ს, ხოლო
მარტში – 47.5%-ს.
1779097317