თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 1Q26-ში საქართველოში 111 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 21.6% მდებარეობდა კახეთის რეგიონში, 17.1% – იმერეთის რეგიონში, 16.2% – შიდა ქართლის რეგიონში, 16.2% – ქვემო ქართლის რეგიონში, 8.1% – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7.2% – მცხეთა მთიანეთის რეგიონში, ხოლო 13.5% სხვა რეგიონებში იყო განთავსებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 1Q26-ში სასაკლაოებში დაიკლა 113.9 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 29.5% – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 64% – ღორი, ხოლო 3.4% ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 3.1%-ს შეადგენდა. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2,33 მილიონი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 1Q26-ში 13.5 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 30.1% მოდიოდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 28.6% – ფრინველის ხორცზე, 40.8% – ღორის ხორცზე, 0.4% – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი ეკავა.

საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 7.8 ათას პირს, საიდანაც 53.6% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 1 027 კაცი შეადგინა.

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შემდეგნაირი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 42.9 ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 34 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 13.4 ლარი.

1Q26-ში საქართველოში 331 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (66.5%) შიდა ქართლის რეგიონში იყო განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებული იყო თბილისში (12.4%), იმერეთის რეგიონში (5.4%), ქვემო ქართლის რეგიონში (4.2%), აჭარის ა.რ.-ში (3.6%), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (2.4%), სამცხე ჯავახეთის რეგიონში (2.1%), კახეთის რეგიონში (1.8%), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (0.9%), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (0.3%) და გურიის რეგიონში (0.3%).

1Q26-ში მომსახურება გაეწია 355 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით 826 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 662 კაცით განისაზღვრა.

1Q26-ის განმავლობაში სამაცივრეებში შენახული (განთავსებული) იყო 97.5 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 20.1% – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 31.9% – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 12.7% – თევზეული, 19.5% – ხილი და ბოსტნეული, 10.2% – რძის პროდუქტები და 5.5% – სხვა პროდუქტები.

1Q26-ში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 17%-ს – საკუთარი წარმოების, 25.5%-ს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 57.5%-ს მომსახურების სახით შენახული პროდუქცია შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 7.3 მილიონი ლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 1Q26-ში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულ იქნა 224.6 მილიონი ლარის ღირებულების (28.6 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 38.5%, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 12.3%, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 49.2%.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 28.3% მოდიოდა ქათმის ხორცზე. ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი რძის პროდუქტებზე (32.3%), პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (24.3%), ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (13.1%) და თევზეულზე (9%) მოდიოდა.

საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 0.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 0.1%-ს შეადგენდა. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულ იქნა ქათმის ხორცი.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 51.6%-ს, თებერვალში – 48.5%-ს, ხოლო მარტში – 43.5%-ს.

1Q26-ში საქართველოში 31 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (35.3%) რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 16.1% ფუნქციონირებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 16.1% კახეთის რეგიონში, 12.9% – შიდა ქართლის რეგიონში, 9.7% – თბილისში, 6.5% – იმერეთის რეგიონში, 3.2% კი – გურიის რეგიონში.

1Q26-ის განმავლობაში მომსახურება გაეწია 21 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 49 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 439 კაცით განისაზღვრა.

1Q26-ში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 91 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 65.5%-ს წარმოადგენდა ხორბალი და 16.8%-ს სოიოს შროტი. საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 82.9%-ს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.

1Q26-ში, ელევატორების მიერ გაყიდულ იქნა 61 მილიონი ლარის ღირებულების 59.9 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 31.6% იყო იმპორტირებული პროდუქცია, ხოლო 59.3% – ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) პროდუქცია.

ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 80.8%.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 50.9%-ს, თებერვალში – 46.7%-ს, ხოლო მარტში – 47.5%-ს.