თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.9%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2%-ით.

მათ შორის:

  • საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.4%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.2%-ით
  • არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.1%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.2%-ით
  • სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 3.2%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.3%-ით

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.9%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელქტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 7.7%-იანი ზრდით, რამაც 0.94 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 2%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2.7%-იანი მატებით და ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 4.3%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად 1.35 და 0.62 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 26%-ით.