თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.5%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.5%-იანი მატება.
2026 წლის თებერვალთან შედარებით ფასები 0.1%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.01 პ.პ.-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (1.8%), რამაც 1.43 პ.პ. შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა სასმელებზე (4.7%) და კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე (27.1%). გარდა ამისა, ფასების 0.8%-იანი მატება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.08 პ.პ. შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
- სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 33%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 2.11 პ.პ.-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (42.8%)
- დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.03 პ.პ.-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (7.8%) და სასმელებზე (6.2%)
- ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 2%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.22 პ.პ.-ით იქონია გავლენა
- წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 5.5%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.17 პ.პ.-ით იქონია გავლენა